ევროპული მობილობის კვირეულში თბილისი წელსაც მიიღებს მონაწილეობას

ევროპული მობილობის კვირეული

ევროპული მობილობის კვირეულში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქთან ერთად, თბილისი წელსაც მიიღებს მონაწილეობას. ევროპული მობილობის კვირეული არის კამპანია, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კვირეული ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს იმართება და მასში მსოფლიოს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომელთა სატრანსპორტო პოლიტიკა ეკომეგობრული, მდგრადი მობილობის განვითარებისკენაა მიმართული. კვირეულში მონაწილეობას 44 ქვეყნის 2 136 ქალაქი იღებს. კერძოდ, ზალცბურგი, ბრიუსელი, პრაღა, კოპენჰაგენი, ჰელსინკი, ჰამბურგი, ბუდაპეშტი, დუბლინი, რომი, ლისაბონი, ბარსელონა, სტოკჰოლმი და სხვები.

კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. 18-19 სექტემბერს, 13:00-დან 20:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე, პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გამოიყოფა სპეციალური სივრცე ღია გამოფენა-გაყიდვისთვისა და ფეხით მოსიარულე პირების/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის.

აღნიშნულ პერიოდში, გამრეკელის ქუჩიდან პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ცინცაძის, ბახტრიონის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გავლით, ხოლო პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ყაზბეგის გამზირის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან. გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს.

18 სექტემბერს, 12:45 საათზე, ასევე, გაიმართება ველომსმვლელობა დიდი დიღმიდან (ამერიკის საელჩოს ტერიტორია) ზააბრიუკენის მოედნამდე. 20 სექტემბერს კი, დედაქალაქს GEHL Architects-ის ხელმძღვანელი ეწვევა, რომელიც ქალაქის ურბანულ დაგეგმარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გრიგოლია
რა დანძ@@@ლი გაქვს, როგორც მმართველ ძალას, ამას რომ გამოუკრავ ქალაქს ცხრაწლიანი მმართველობის თავზე - რას წერს ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "აი, ამას რომ გამოუკრავ ქალაქს ცხრაწლიანი მმართველობის თავზე, ამას რომ აკადრებ მორიგ ჯერზე ქალაქს და მშიერ ხალხს. თან გახარიას რომ მიასტიკერებ...

სოცმედია 1631916102

ღარიბაშვილი სანაია
"ღარიბაშვილმა დღეს ისეთი რამ თქვა, მეტი რომ არ შეიძლება" - რას წერს ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ერთი წამით ! ღარიბაშვილმა დღეს ისეთი რამ თქვა, მეტი რომ არ შეიძლება :)))))))))) ღარიბაშვილი 20 ივნისზე: პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ვი...

სოცმედია 1631914200

ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ პოლიტიკური ვეგეტარიანელები მათთან შედარებით

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ   წინა ხელისუფლებასთან  შედარებით,  პოლიტიკურად ვეგეტარიანელები არიან: "საერთოდ ახლა მეგის ქარდავასნაირი და ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ბოკ...

პოლიტიკა 1631910867

სისხლიანი ბანერი
მორიგი სიძულვილის კამპანია თბილისში - დედაქალაქში სისხლიანი ბანერები ისევ გამოჩნდა

მორიგი სიძულვილის კამპანია დედაქალაქში - "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალ ბანერებს აკრავენ, თუმცა მათზე სხვადასხვა კანდიდატის ნაცვლად, მედიისა და ოპოზიციი...

პოლიტიკა 1631910110

ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი 5 ივლისის გამოძიებაზე: ამდენი საფიქრალი და საქმე მაქ, არ ვერევი

შეიძლება თუ არა ვიხილოთ კიდევ უფრო ემტი დაკავებული 5 ივლისის საქმეზე? - აღნიშნულ კითხვაზე საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი რარიბაშილი აცხადებს, რომ "ამდენი საფიქრალი და საქმე აქვს და  არ ერევა" "არ...

პოლიტიკა 1631908680

ღარიბაშვილი
"პარლამენტის შენობა ისეა დაცული, გამორიცხულია, შეანგრიო და შეხვიდე...გახარიამ ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო" - ღარიბაშვილი 20 ივნისზე

პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი 20 ივნისზე საუბრისას ამბობს, რომ გახარიამ 3 საათის განმავლობაში სპეცრაზმელები აგრესიულ ბრბოს აცემინა და  ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო: "გამოიყვანა გარეთ დამწყები სპეც...

პოლიტიკა 1631908344