Expo Dubai 2020-ის ფარგლებში, ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

ექსპო დუბაი

დუბაიში მიმდინარე Expo Dubai 2020-ის ფარგლებში, 23 იანვარს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიციატივით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ორგანიზებით, გაიმართება ქართული ლიტერატურისა და დამწერლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია.

ღონისძიებები ითვალისწინებს მსოფლიო გამოფენის სტუმრებისთვის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების, უნიკალური დამწერლობის თავისებურებებისა და ზოგადად, ქართული კულტურის გაცნობას.

ლიტერატურული პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მოხსენება „ვეფხისტყაოსნის" შესახებ. არაბისტი ნინო სურმავა თემას შოთა რუსთაველის ტექსტში არაბთა სახეების გარჩევით გაშლის.

ადგილობრივი გამომცემლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება არაბულად თარგმნილი წიგნების პრეზენტაცია და შეხვედრა მათ ავტორებთან - დათო ტურაშვილთან და დათო გორგილაძესთან. დათო გორგილაძე და მისი წიგნის, „ღმერთი სამსახურშია" არაბული თარგმანის ეგვიპტელი გამომცემელი ისაუბრებენ გამოცემაზე, მისი თარგმნის თავისებურებებსა და საგამომცემლო პროცესზე. დათო ტურაშვილი საზოგადოებას თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და მის ისტორიას გააცნობს.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამონაწილეობით მოეწყობა ქართული კალიგრაფიის კუთხე, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს სამუშაო პროცესში ჩართვას. დაგეგმილია საზედაო ასოების შექმნის, კერამიკაზე წერის, კაწვრის ტექნოლოგიისა და სხვა მარტივი ტექნიკების მასტერკლასების ჩატარება.

საქართველოს პავილიონის სტუმრები ასევე იხილავენ თეატრალიზებულ წარმოდგენას, რომელიც ქართულ ლიტერატურასა და კულტურის ისტორიას მითოსიდან თანამედროვე მწერლობამდე აერთიანებს. წარმოდგენის დამდგმელი ქორეოგრაფია ნათია ჩიკვაიძე, კომპოზიტორი - ანუკა ჩხეიძე, დამდგმელი მხატვარი - უტა ბექაია, რეჟისორი - პაატა ციკოლია.

EXPO Dubai 2020 ექვსი თვის განმავლობაში მასპინძლობს საქართველოს პავილიონს, სადაც იმართება ღონიძიებები ქართული კულტურის, სპორტის, კულინარიის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია რუსთაველი
"არა რუსულ კანონს" - რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა დღესაც გადაკეტეს

რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - დედაქალაქის ცენტრში მწვავე პროტესტი ამ დრომდე არ წყდება. ადგილზე სტუდენტები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და სხვადას...

პოლიტიკა 1713546070

ირაკლი ოქრუაშვილი
„ყველამ ას-ასი თუმანი ავუგროვოთ იმ პირობით, თუ გაა@ვავს, სადმე ტამბოვში ან კრასნაირსკში და თავს დაგვანებებს“ - ოქრუაშვილი ივანიშვილზე

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „არაფორმალური სანქციებით ოფშორებში 3 მილიარდამდე აქვს გაყინული ბიძინას. შემოვდივარ წინადადებით, ყველა ქართველმა ას ასი თუმანი ავუგრო...

სოცმედია 1713543829

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“ივანიშვილი ტანით უნდა გრძნობდეს, რომ რაც არ უნდა ქნას „მაინც ამოვთხრით“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:  “როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები გაგებით მოეკიდებოდნენ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.ვერ...

სოცმედია 1713542193

სპეცრაზმი მოწამვლა
„საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენება“ - ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ  „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართალდამცველებს...

პოლიტიკა 1713541383

მიშელი
„რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...

პოლიტიკა 1713539818

ქაცარავა
„დვანში, ბოლო 3 კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა“ - დავით ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...

პოლიტიკა 1713539382