საზოგადოება • 1702100159
კლუბმა „ნდობის სივრცე“ დაიწყო ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი - იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“.
პროექტის ავტორების განმარტებით, APPR-ის მიერ კლუბის დაკვეთით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ყველა თანამოქალაქე ცხოვრობს რომელიმე ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ტრავმით (ფსიქოლოგ - ლიზ ბურბოს კლასიფიკაციით) - ძალადობა (სექსუალური, ფიზიკური , მორალური); ღალატი; უსამართლობა; მიტოვება; დამცირება - რაც იწვევს მათ მძიმე სულიერ მდგომარეობას.
კვლევებით ასევე დადგინდა, რომ საგანგაშო ვითარებაა მომსახურებისა და სათამშო ბიზნესის სფეროში, ასევე საბანკო სექტორსა და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებით.
„კომპანიებში არც კი განიხილავენ თანამშრომელთა ინდივიდუალური თუ ჯგუფური თანადგომის საკითხებს ამ მიმართულებით და მიიჩნევენ, რომ კონკრეტულმა თანამშრომელმა თავად უნდა გადაწყვიტოს ტრავმებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სამუშაო ადგილებზე მიღებული სტერესების საფუძველზე ახდენს აქტუალიზებას. ეს კომპანიები კი ხშირად მედიაში საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობებზე საუბრობენ“, - აცხადებს კლუბის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკუდაიძე.
მისივე თქმით, ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები, ცხოვრების ტემპის მუდმივი ზრდა, ახალ-ახალი გამოწვევები, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები თითოეულ პიროვნებას სტრესის ქვეშ ამყოფებს.
„ადამიანების სტრესმედეგობა კონკრეტულ ვითარებაში, არის ლოკალურ მოვლენაზე მისი რეაგირება, თუმცა განგრძობად პერიოდში ის აუცილებლად საჭიროებს დაკვირვებას, პრევენციასა და რეაბილიტაციას, - აცხადებს ნაკუდაიძე და დასძენს, - ჩვენს გვერდით უამრავი ადამიანი ცხოვრობს სხვადასხვა სახის ტრავმით და მათ სჭირდებათ თანადგომა. ამ მიმართულებით არსებობს ორი უმთავრესი პრობლემა - ერთი ის, რომ ადამიანებს უჭირთ საკუთარი ტრავმების აღიარება და მათზე საუბარი, მეორე - მძიმე ფინასნური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ სპეციალისტებისათვის მიმართვას“.
მისი განმარტებით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომია, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური სესიები.
„ამ ეტაპზე ძირითადად ვმუშაობთ ტრავმების ხუთი მიმართულებით - ძალადობა, უსამართლობა, დამცირება, მიტოვება, ღალატი. დაინტერესება არის საკმაოდ დიდი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პროექტში მონაწილე ინდივიდუალური პირების უმეტესობამ მოითხოვა ჯგუფური სესიები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ადამიანებს შორის ცივილური და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების აუცილებლობაზე“, - აცხადებს ნაკუდაიძე.
საკონტაქტო ინფორმაცია პროექტში ჩართვის მსურველებისთვის: https://www.facebook.com/ASpaceOfTrust
ტელ: 558 50 63 12
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...
პოლიტიკა • 1742232823
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...
მსოფლიო • 1742225499
მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...
სოცმედია • 1742222717
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაციას tvpirvel.ge-ს ინფორმირებული წყარო უდასტურებს. წყარო ძალოვანებიდან აღნიშნავს, რომ პოლიციამ 50 წლამდე გელა უძილაური რამდენიმ...
კრიმინალი • 1742222482
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის იმ წევრების წინასწარი შეწყალებები, რომლებმაც 6 იანვრის აჯანყება გამოიძიეს "ბოლო მომენტში გასცა" და ეს შეწყალებები "არ...
მსოფლიო • 1742222234
მარტოხელა დედა, ნანუსი კალანდაძე, რომელსაც უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა, საზოგადოების დახმარებას ითხოვს: ჩემი შემთხვევა იმდენად იშვიათია, რომ ჩართულია ორი ქვეყანა საწართველო და თურქეთი.დამიდგინანუიშ...
საზოგადოება • 1742220672
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი