„გადაარჩინე საქართველო“ - რა მიზნით შექმნა რადიო „თბილისის“ დირექტორმა, რამაზ სამხარაძემ ახალი საზოგადოებრივი ჯგუფი
საზოგადოება • 1751453596
რადიო თბილისის დირექტორმა, რამაზ სამხარაძემ, ახალი საზოგადოებრივი ჯგუფი „გადაარჩინე საქართველო“ შექმნა მედიაჰოლდინგი „ჰერეთის“ და რადიო თბილისის დირექტორმა, რამაზ სამხარაძემ, სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მხარდაჭერის ახალი პლატფორმა შექმნა — ფეისბუქ ჯგუფი „გადაარჩინე საქართველო“.როგორც სამხარაძე განმარტავს, ჯგუფის შექმნის ინსპირაცია გახდა რადიო თბილისის გადარჩენისთვის დაწყებული კამპანია და საზოგადოების სოლიდარობის ძალა.„გადაარჩინე საქართველო“ ემსახურება ადამიანების, მცირე ბიზნესების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ინიციატივების გაერთიანებას, რომლებსაც რეალური საჭიროება აქვთ – იქნება ეს ფინანსური, სამედიცინო, სამართლებრივი თუ სხვა სახის მხარდაჭერა.„ეს არ არის უბრალოდ ჯგუფი. ეს არის სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვინც მზად არიან დახმარება მიიღონ და მიაწვდონ სხვებს ხელი. ზოგჯერ საკმარისია უბრალოდ ვინმემ გაგიგოს – და ეს უკვე გადარჩენის დასაწყისია“, — ამბობს სამხარაძე.ჯგუფი არ არის პოლიტიკური და მის მთავარ ღირებულებად ურთიერთპატივისცემას, სოლიდარობასა და საერთო სიკეთისთვის ბრძოლას ასახელებს. გადაარჩინე იდეა. გადაარჩინე ადამიანი. გადაარჩინე საქართველო. ჯგუფს შეგიძლიათ შეუერთდეთ და გაუზიაროთ მეგობრებს შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/groups/604984388873470
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












