„განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი“ – არქიმანდრიტი ილია მეუფე შიოს
საზოგადოება • 1762350768
საპატრიარქოდან სხდომის შემდეგ გამოსულმა არქიმანდრიტმა, ილია თოლორაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სხდომაზე არ მისცეს სიტყვის ბოლომდე თქმის საშუალება, "ფაქტობრივად გამოაგდეს", ხოლო პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა მოსთხოვა მოენანიებინა გაკეთებული განცხადებები, რადგან ამით შეურაცხყოფას აყენებდა პატრიარქს და ეკლესიას.
"მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ, მე განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი". - ამ სიტყვებით თოლორაიამ მედიის საშუალებით მეუფე შიოს მიმართა.
"მეუფე შიომ მითხრა, რომ ჩემი განცხადებები იყო შეურაცხყოფა. თქვენ ეკლესიას და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებ და უნდა მოინანიოო. თავიდან საუბარსაც თითქმის არ მაცდიდნენ, ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას - მოინანიე და გადი. მე ასე არ გავჩერდი, ვუთხარი, მათქმევინეთ სიტყვა. რაც ვთქვი ავხსნი-მეთქი. ვთქვი, რომ თქვენგან სიტყვა არ გამიგია იმაზე, რომ რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი, გინტურზე, ანწუხელიძეზე, ახალგაზრდები რომ დასისხლიანებულები არიან ქუჩაში, ერთი სიტყვა მათ დასაცავად თქვენგან არ გამიგია-მეთქი. მეუფემ მითხრა, მე მაქვს სიტყვა "ოკუპანტი" ნათქვამიო. ვუთხარი, ბოლო პერიოდში არსად არ გითქვამთ ეს სიტყვა.
მითხრეს, ან მოინანიე, ან ჩვენ ზომებს მივიღებთო. ამ დროს შემოდის მამა ანდრია და მეუბნება გადი გარეთო.
[...] ანუ ფაქტიურად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს, არ მოისმინეს ჩემი სიტყვები. გამომაგდეს და გამოსვლის დროს ანდრია ჯაღმაიძე მაწვება ხელით, მიჯიკავებს [...] თან ისეთი ტონით მესაუბრება, ალბათ, უშოშროებაში ისწავლა ეს ტონი.
[...] მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ, მე განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი, ეს არის ჩემი პასუხი მეუფე შიოს. არ მოვინანიებ არასდროს. [...] მე პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას". - თქვა თოლორაიამ.
სხდომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის წარდგინება და არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმსახურება აუკრძალა, "ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...
მსოფლიო • 1780916926
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...
პოლიტიკა • 1780914416
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...
შემთხვევა • 1780913118
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...
სამართალი • 1780912924
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...
მსოფლიო • 1780912056
თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...
შემთხვევა • 1780911827












