"გარდაცვალება ადამიანის მესამე დაბადებაა, რომლისთვისაც ხშირად ცუდად ან საერთოდ არ ვემზადებით" - მეუფე შიო

პატრიარქი შიო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, გარდაცვალებასა და მარადიულ ცხოვრებაზე იქადაგა.

მისი თქმით, სიკვდილი აღარ არის საბოლოო წერტილი, არამედ ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში — მარადისობაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მან თქვა, გარდაცვალება არის ადამიანის მესამე დაბადება მარადიულ ცხოვრებაში, რომლისთვისაც ადამიანები ან ცუდად ან საერთოდ არ ემზადებიან.

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აეყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედა ღვთისამ დატოვა ისინი. დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი, ღვთის წინაშე და მთელი კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის დედა. მის ხანგრძლივ, მიწიურ ცხოვრებაში დედა ღვთისმშობელს ბევრი განსაცდელი, მწუხარება და ტანჯვაა, მაგრამ მრავალი იყო ასევე სიხარულიც მის ცხოვრებაში და ამ სიხარულთაგან უკანასკნელი იყო მისი მოახლოებული გარდაცვალების უწყება. თვით ეს მოვლენაც მოხდა დიდი სიმშვიდით, დიდი სიხარულით. ეს დღე, მიძინება ღვთისმშობლისა, რაზე გვაფიქრებს ჩვენ? - ჩვენს გარდაცვალებაზეც, რომელიც ყოველი ჩვენგანს მოელის. უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? - ეს არის რაღაც საშინელი მოვლენა, შეიძლება ითქვას, უაზროც, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერიდებით - ხოლმე. რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ ცუდად ვაცნობიერებთ თუ რა არის გარდაცვალება და სიკვდილი. თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს და ამით სათავე დაედო ცხოვრებას, განსაცდელებში, შრომაში. მაგრამ ამ ქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ, ისე გააკეთა, რომ თუ ჩვენ მოგვინდება, თუ ადამიანს მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს და დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად. მართლაც დღეს სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის სიკვდილი, მარტო სახელწოდებაა მისი დარჩენილი. თუმცა მისი სახელიც კი ლიტონი გახდა, იმიტომ, რომ ჩვენ სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას.

უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ „ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლადო“. გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში. წმინდა მამები ამბობენ, რომ „ეს არის ადამიანის მესამე დაბადება მარადიულ ცხოვრებაში“. ადამიანი ხორციელად იბადება, ასევე, იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე, გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის. აი, „მესამე დაბადებისთვის“, ჩვენ, სამწუხაროდ, ცუდად ვემზადებით ან საერთოდ არ ვემზადებით.

„მესამე დაბადების“ გაუცნობიერებლობის გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება.

დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე, დავფიქრდეთ ჩვენს ამ „მესამე დაბადების“ თაობაზე. იმ დიდებულ წუთებზე და როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედა ღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებსა და წამებში. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, დღეს პირველი ღვთისმშობლობაა მის გარეშე, ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, რა თქმა უნდა, გვენატრება მისი ლოცვა, მსახურება, მისი სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - აღნიშნა პატრიარქმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172