საზოგადოება • 1700484235 32
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობას იწყებს.
თავდაპირველად,აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლითი (გამოხშირვითი/გაწმენდითი) ჭრის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, მოიჭრება თვითნათესი ხილ-კენკროვანი მცენარეები. გარდა ამისა, ტერიტორია გაიწმინდება სამშენებლო ნარჩენებისგან და მოიხსნება უკანონო შემოღობვები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიებები: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახის საფარი.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და 2024 წელს დასრულდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...
მსოფლიო • 1701351019
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701350921
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
„ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...
პოლიტიკა • 1701348507
საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. „გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით და...
სოცმედია • 1701347829
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ეკა წამალაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ენმ – ს გუშინდელი ამბების გაშუქებისას ალაგ-ალაგ ისმოდა – “გადაბირება” ან “გადაბირების მცდელობა”, ვკითხავდი ასეთი...
სოცმედია • 1701347699
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი