გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში, ერევანში ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებს დაესწრო

სოლომონ პავლიაშვილი

მიმდინარე წლის 5-7 ივნისს, სომხეთის დედაქალაქი ერევანი „ქართული კულტურის დღეებს" მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სომხეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება. 
„ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში, 6 ივნისს, ქ.ერევანში მდებარე მისაკ მანუშიანის სახელობის პარკში საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე,აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრნენ.

 

„ქ.ერევანში ქართული კულტურის დღეების ჩატარება ხელს უწყობს ქართული ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. ღონისძიების მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართული ღვინის წარდგენა. ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოა, ჩვენ გვაქვს ღვინის წარმოების  8 ათასწლიანი ისტორია, 500-ზე მეტი ვაზის ენდემური ჯიში. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ღვინის წარმოება ყოველწლიურად იზრდება, რაც განპირობებულია დარგში სწორი სამთავრობო პოლიტიკით. სომხეთის დედაქალაქში გამართული გამოფენა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას და ბაზრების დივერსიფიკაციას“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელშიც მონაწილეობდა ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია. ქართული ღვინის უნიკალური ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიების სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული სუფრისა და ქვევრების ინსტალაციები, მოეწყო ექსპოზიცია, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის უნიკალური ექსპონატების ასლები.

 

სოლომონ პავლიაშვილმა სომხეთის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეებს ქართულ სტენდთან უმასპინძლა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325