გელათი ისევ საფრთხეშია - კედლიდან თაბაშირის ნაწილები ცვივა
საზოგადოება • 1659799002 166

გელათის მონასტერი ისევ საფრთხეშია - არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ ტაძრის ჩრდილოეთ კედლიდან მცირე ნაწილაკები ცვივა, რაც მათი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ კედლების ნესტიანობა და გაფხვიერება გრძელდება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არაპროფესიონალების ჩართულობით, მონასტერში ისტორიის განადგურება გრძელდება და ამბობენს, რომ ხელისუფლება რეაბილიტაციის საკითხზე არანაირ ინფორმაციას არ აწვდის.
"პროცესი არასწორად მიმდინარეობს, ჩვენ გარკვეული დროის წინ, ვნახეთ მინისტრ წულუკიანის ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თავიანთ გვერდზე, ვნახეთ სიამაყით გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს შეინარჩუნეს და გადაარჩინეს ფრესკები, რომელიც რისკის ქვეშ იყო, საპირისპიროდ კი ვხედავთ, რომ მხატვრობის ძირითადი ნაწილი კი არა მთელი მხატვრობაა რისკისქვეშ, ტენიანობის შემცირება ვერ ხერხდება და სწორედ ამას მოყვება ეს პროცესები, რომელიც ყოველდღიურია" - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი
საპირისპიროს ამტკიცებენ რესტავრტორები და ამბობენ, რომ კედლიდან არ მხატვრობა, არამედ 40 წლის წინ კედლის სიცარიელის ამოსავსებად გამოყენებული თაბაშირი ცვივა.
"ამ ადამიანმა ნახა ქვემოდ ეყარა 40 წლის ჩატარდა რესტავრაცია, კარლო ბაკურაძე ხელმძღვანელობდა... და იქ, სადაც აკლდა, შელესილობა იყო დაიზანებული გააკეთეს თაბაშირი მაშინ ასე იყო, არც კვლევები ტარდებოდა, ეს ლაპარაკია 40 წლის წინ", - ამბობს რესტავრატორი მერაბ ბუჩუკურიშეგახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრცია რამდენიმე წელი გრძელდებოდა. თუმცა მას შემდეგ რაც "ოცნებამ" თქვა, რომ რეაბილიტაცია დასრულდა, მონასტერში წყალი ჩავიდა და ფრესკები ჩამორეცხა. მონასტერში სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

View this post on Instagram A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa) View this post on Instagram A post shared by Salome C...
სოცმედია • 1660941626

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...
ეს საინტერესოა • 1660937656

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...
საზოგადოება • 1660935891

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევა • 1660935571

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...
მსოფლიო • 1660935241

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...
პოლიტიკა • 1660934919