საზოგადოება • 1727770710
გელათის კედლის მხატვრობის ქართული ჯგუფის თანახელმძღვანელის, ლელა ნინოშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გელათში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები ხანგრძლივად შეიძლება გაგრძელდეს, სამონასტრო კომპლექსი მოქალაქეებისთვის მას შემდეგ გაიხსნება, რაც დროებითი გადახურვის კონსტრუქცია დასრულდება.
როგორც ლელა ნინოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოებს შესაძლოა 5, 7 ან 10 წელი დასჭირდეს.
„გელათში მიმდინარეობს კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი. ის თანმიმდევრულად მიყვება არსებულ გეგმას, რომელიც შემუშავებულია კედლის მხატვრობის კონსერვაციასთან მიმართებით. ეს მოიცავს როგორც კვლევით, ისე სამონიტორინგო და ისე ფიზიკურ სამუშაოებს. შესაბამისად, ამ გეგმის მიხედვით ხორციელდება ეს სამუშაოები თანმიმდევრულად.
ამ ეტაპზე, პარალელურ რეჟიმში მიდის კვლევითი, გადაუდებელი, საკონსერვაციო სამუშაოები და სამონიტორინგო ღონისძიებები. ჩვენს შემთხვევაში, საკონსერვაციო სამუშაოები როგორც გითხარით, მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ეს არის კვლევითი სამუშაოები, საკონსერვაციო, ფიზიკური სამუშაოები და სამონიტორინგო სამუშაოები. სამივე მიმართულებას ვახორციელებთ პარალელურ რეჟიმში, გელათის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო საჭიროებებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება გარე სამუშაოებს, ეს კომპონენტები ხელს ერთმანეთს არ უშლის. ეს კომპონენტები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, ემსახურება ერთი მეორეს. შესაბამისად, რაც არქიტექტურაზე კეთდება, ჩვენ, კედლის მხატვრობის რესტავრატორები ვართ საქმის კურსში, ჩვენთან არის შეთანხმებული. ანალოგიურად ხდება ჩვენ, არქიტექტურასა და სხვა კომპონენტებთან მიმართებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მეორეს არათუ ხელს უშლის, ერთი მეორის დაცვას ემსახურება.
ამ ეტაპზე, ძალიან რთულია სამუშაოების ხანგრძლივობის განსაზღვრა. საკონსერვაციო სამუშაოები ისეთი სპეციფიკურია, რომ შეიძლება 5, 7 ან 10 წელი დასჭირდეს. გააჩნია როგორ მოითხოვს გელათის გადარჩენის საჭიროება ამას, თუმცა მომლოცველებისთვის გაიხსნება მას შემდეგ, რაც დროებითი გადახურვის კონსტრუქცია საბოლოოდ დასრულდება. ჩვენ არანაირად არ შეგვიშლიან ხელს მოქალაქეები, არც ჩვენ შევუშლით ხელს.
სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ სამუშაოების განხორციელება. ვიღაც რაღაც კომპრომისზე უნდა წავიდეს. ხარაჩოს გარეშე რესტავრატორები კედელთან ვერ მივლენ. მართალია, ხარაჩო რადგან დგას რაღაცების ხილვადობა შეზღუდულია, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. ჩვეულებრივი საკონსერვაციო სამუშაოები“,- განაცხადა ლელა ნინოშვილმა.ცნობისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან დაკეტილია.
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოცქსელში წერს: ქართველ ქომაგშიაც რომ განხეთქილება შეეტანა, რომელზეც ძალიან გაბრაზებულია უდავი, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა სტადიონზე...ეს ანაკონდა არის სატანას ფეხის მკვნ...
სოცმედია • 1742787568
ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ
საზოგადოება • 1742786788
ისტორიკოსი ბექა კობახიძე: სტუმრად ჩავედით, 3:0 მოვუგეთ, ერთი კენჭი არავის უსვრია. ჩამოვიდნენ, 6:1 მოვუგეთ და დაალეწეს ბოთლები თავზე.ამავე დროს, იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მი...
სოცმედია • 1742786496
ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ქოცობა კიბოა და მეტასტაზები მატჩის შემდეგ სტადიონსაც მოედო დღეს. ყველაფერს მოედება თუ ამათ არ მოვიშორებთ დროზე. ქოცებმა არც სტუმართმოყვარეობა იციან და არც სამშობლოს სიყვარული. ა...
სოცმედია • 1742786333
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტშ...
პოლიტიკა • 1742786252
ვირას, 23 მარტს, თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) პრაიმერიზში თითქმის 15 მილიონმა ამომრჩეველმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ აირჩია....
მსოფლიო • 1742785660
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი