გიორგი ტყემალაძე „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტზე: ეს არის თბილისის ფილტვები და უნიკალური პროექტი, რომლის სიკეთეს მომავალი თაობები შეიგრძნობენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდ „ქართუს“

გიორგი ტყემალაძე

„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტი, რომელიც 700 ჰექტრამდე ფართობზე აღდგენილ გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, დასკვნით ეტაპზეა.

თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდა მთაწმინდის ფერდობებისა და კუს ტბის მიმდებარე ტყის საფარის აღდგენის სამუშაოები. ტერიტორია ემიჯნება ქალაქის ცენტრალურ უბნებს - სოლოლაკს, მთაწმინდას, ვერასა და ვაკეს.

ჩატარებული მასშტაბური სამუშაოები დღეს თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ნერგები დარგეს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, განხორციელდა უნიკალური პროექტი, რომლის სიკეთეს მომავალი თაობები ყოველდღიურად შეიგრძნობენ საკუთარ თავზე.

„თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქალაქის ფილტვები. მინდა, მივულოცო ჩვენს  თანამოქალაქეებს  ამ პროექტის დასრულება და მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს ამ უნიკალური პროექტისთვის.

ჩატარებული სამუშაოების შედეგს მომავალში კიდევ უფრო დავაფასებთ და მას ჩვენი შემდგომი თაობები ყოველდღიურად შეიგრძნობენ საკუთარ თავზე. ეს ნამდვილად არის საშვილიშვილო საქმე და მე, როგორც ერთ-ერთი თბილისელი,  გამოვხატავ მადლიერებას.

ჩვენი ქალაქის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ რთულ სამუშაოებში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მოეწყო 4 ახალი ჭაბურღილი, რომელიც ფაქტობრივად, სრულ ტერიტორიას ამარაგებს სარწყავი სისტემით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს შეემატება 184 ჰექტარზე დარგული 715 370 ნერგი. მათი მოვლა-პატრონობის მიზნით, მოეწყო ჭაბურღილები და სარწყავი სისტემა, ანსაკუთრებით ძნელად მისადგომ ადგილებში კი დამონტაჟდა წვეთოვანი სისტემა.

ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი და რეკრეაციული პუნქტები, მათ შორის ფანჩატურები, საპიკნიკე ზონები, ძელსკამები, ასევე საინფორმაციო დაფები.

გარეული ფრინველების გამრავლების მიზნით, მოწყობილია ვოლიერი, სადაც ხდება მათი მოშენება და ველურ ბუნებაში გაშვება. ტერიტორიის ნაწილი აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით.

სამუშაოებს ახორციელებს ფონდი „განვითარება და გარემო.”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058