გლდანის გამგეობის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება • 1764763199
გლდანის რაიონის გამგეობამ 2025 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შესრულებული საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 105 275 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 34 მისამართზე მოეწყო-რეაბილიტირდა; რაიონს 5 მრავალფუნქციური სკვერი და 5 მცირე ზომის მოსასვენებელი სივრცე შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 86 მისამართზე ჩატარდა; გრუნტის დამჭერი კედლის და კიბე-პანდუსის მოწყობა 8 მისამართზე დასრულდა; 40 მისამართზე ჩატარდა სხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დელეგირებული უფლებამოსილებით, 14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 34 მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა - რეაბილიტაცია განხორციელდა, მათ შორის ორ მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ფარგლებში, 2025 წელს 207 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, სახურავი და წყალსაწრეტი მილები 49 მისამართზე შეიცვალა; 64 ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და 42 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.
მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 14 ღონისძიება ჩაატარა.
ანგარიშის პრეზენტაციას, ასევე საქართველოს პარლამენტის, დედაქალაქის საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პო...
პოლიტიკა • 1791484975
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება. „მათთვის,...
მსოფლიო • 1791479273
საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია,...
მსოფლიო • 1791474039
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსპოტრებნადზორი“) აცხადებს, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის საეჭვო ვ...
მსოფლიო • 1791470502
სესხის არჩევისას ყურადღება მხოლოდ თანხის მოცულობას, საპროცენტო განაკვეთსა და დაფარვის ვადას არ უნდა მიაქციოთ. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, თუ რა ვალუტაში იღებთ დაფინანსებას და რამდენად შეესაბამება ეს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469984
უცხოურ ვალუტაში ხარჯები შეიძლება დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან, სწავლასთან, საერთაშორისო შენაძენებთან, ბიზნეს საქმიანობასთან ან სხვა ყოველდღიურ საჭიროებებთან. თუ შემოსავალს ლარში იღებთ, ხოლო გარკვ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469140









