გლდანის რაიონში მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო
საზოგადოება • 1757502308
გლდანის რაიონში მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ მეოთხე მიკრორაიონის N110–112 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.
როგორც დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი, მოსუფთავდა ტერიტორია და მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას. ზუსტად, მათი ჩართულობით მოხდა ფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე მოეწყო, სადაც განთავსებულია ბავშვებისთვის შესაბამისი ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. შეიქმნა ყველანაირად მოწესრიგებული სივრცე. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, განვაახლოთ მსგავსი სივრცეები და შევქმნათ ისეთი ადგილები, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ გართობის, დასვენების, ვარჯიშისა და განტვირთვის საშუალება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












