გლდანში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა
საზოგადოება • 1721648467
გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა. სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.
ტერიტორიაზე ეწყობა ბავშვთა გასართობი, ფიტნეს და მოსასვენებელი ზონები; მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„რეკრეაციული სივრცეების მოწყობა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტი მწვანე სივრცე ნიშნავს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას, მოსახლეობისთვის განტვირთვისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი ადგილის გაჩენას. სამწუხაროდ, რაიონში გვაქვს ისეთი ადგილებიც, სადაც სკვერის მოსაწყობად ტერიტორია ფიზიკურად არ არსებობს, თუმცა, სადაც ამის საშუალება გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამწვანებული სივრცეები შევქმნათ, რომელთაც მოსახლეობა ასე აქტიურად ითხოვს“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ.
მესამე მიკრორაიონში მიმდინარე სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 500 ლარი დაიხარჯება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს, ანა აკობიანს დაშორდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანა აკობიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მისი და პრემიერ-მინისტრის სამოქალაქო ქორწინება დასრუ...
მსოფლიო • 1771320444
ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი | თქვა ყაველაშვილმ...
პოლიტიკა • 1771318941
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236












