IDFI თვლის, რომ გავრცელებული ფარული მასალები ფალსიფიცირებული არ არის

ლოგო

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მასალები მაღალი ალბათობით არ არის ფალსიფიცირებული.

„13 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში განთავსდა და მედიას გაეგზავნა მოცულობითი დოკუმენტური მასალა, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მათ შორის, ფარული თვალთვალის შედეგად მიღებულ ინფორმაციის გადამუშავებით არის შექმნილი.

IDFI-მ შეისწავლა გამჟღავნებული მასალების სისტემური მახასიათებლები, მოცულობა, პერიოდი, სამიზნე სუბიექტთა კატეგორიზაცია და ინფორმაციის მრავალფეროვნება. გარკვეული მონაცემები შემთხვევითობის პრინციპით შედარდა ღია წყაროებით მოძიებულ ინფორმაციას. ჩვენი დაკვირვების შედეგები მიუთითებს, რომ გავრცელებულია დიდი მოცულობის, სავარაუდოდ 2014-2021 წლებში შექმნილი მასალა, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავს; მასალები მაღალი ალბათობით არ არის ფალსიფიცირებული; მასალები მაღალი ალბათობით დამუშავებული სუს-ის მიერ;

მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ მოპოვებულია უკანონოდ; მასალები სავარაუდოდ მიუთითებს უკანონო მიყურადების სისტემურობაზე.

14 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. მალევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებასთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოხატა. გავრცელებული დოკუმენტები ამ დრომდე ვებგვერდზეა განთავსებული. თუ ეს დოკუმენტები ავთენტურია ამ მასალებზე საჯარო წვდომის მყისიერი შეზღუდვა აუცილებელია ადამიანთა პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დასაცავად.

საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია არის თუ არა გავრცელებული მასალები ავთენტური. ამ საკითხის გამოძიება არ მოითხოვს განსაკუთრებულ დროსა და რესურსს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე გამოხატა. ამ ფაქტის გამოძიების დაყოვნება არსებითად დააზარალებს ადამიანის ძირითად უფლებებსა და საჯარო ინტერესებს. ამასთან პროკურატურას უნდა ესმოდეს, რომ გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი პირების/ინსტიტუტების ჩართვა კრიტიკულად აუცილებელია გამოძიების ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად.

ამავე დროს საქართველოს პარლამენტმა უნდა გაიაზროს ვითარების სიმწვავე. მხოლოდ საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას ვერ ექნება სათანადო საზოგადოებრივი ნდობა.

პარლამენტმა უნდა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და ჩაერიოს გავრცელებული მასალებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლაში, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სავარაუდოდ იკვეთება სისტემური უკანონო თვალთვალის ნიშნები”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას სასწრაფო წესით გამოიკვლიოს გავრცელებული მასალების ავთენტურობა და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია; მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები და უზრუნველყოს გავრცელებული მასალების წაშლა/წვდომის შეზღუდვა. ასევე, გამოძიების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობა.

საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შექმნას საგამოძიებო კომისია. კომისიამ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური თვალთვალის კანონირებისა და მასში მაღალი თანამდებობის პირთა ჩართულობის საკითხი.

რაც შეეხება მედია ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს. IDFI მათ მოუწოდებს გავრცელებული მასალები გააშუქონ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების სრული დაცვით. მასალები უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რასაც ღირებული საჯარო ინტერესი მოითხოვს. გაშუქებისას დაცულ უნდა იქნეს ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსული კანონი 1
ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შეეზღუდევაბთ შენობაში შესვლა. საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვებენ ონლაინმედიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. მსგავსი...

პოლიტიკა 1713243244

ნათია ფანჯიკიძე
„ამ კანონს არავინ დაემორჩილება, არავინ აიწებებს იარლიყს“ - ნათია ფანჯიკიძე რუსულ კანონზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში წერს: „ნუთუ ამ ძუნძგლიან კანონს შეწირავენ ძლივს ერის გამოჯანმრთელების ნიშნებს, რაც ფეხბურთმა მოგვიტანა, ასე ერთი ხელის მოსმით გაანადგურებენ? ნუთუ არავინ ამოიღებს ხმ...

სოცმედია 1713243030

ამინდი
ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: 16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. თბილისში თბილ...

საზოგადოება 1713240978

ასტროპროგნოზი
რა გელით დღეს – მიხეილ ცაგარელის 16 აპრილის ასტროპროგნოზი

მაქსიმალურად შეამცირეთ საქმიანი კონტაქტები, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას. ეცადეთ გაიაროთ დღე შეცდომების გარეშე, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად ბუმერანგის პ...

ეს საინტერესოა 1713239975

ეკა კვესიტაძე
„გავლექსე ფაქტობრივად“ - რა ვიდეოს აქვეყნეს ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „მაგრამ დღევანდელი დღიდან ეს ყველაზე სახალისო ვიდეოა   ვერ მიმითითებთ ვერაფერს, კანონი მიმითითებს ყველაფერს   გავლექსე ფაქტობრივად “  

სოცმედია 1713239826

თსუ - ქართული ხორბალი1
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული მარცვლეული კულტურისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გახსნა. სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა: „ტრადიციული ქართული ს...

განათლება 1713238806