იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს – რას წერს ფხაკაძე მაიმუნის ვირუსზე

საზოგადოება 1653072258    1246

ფხაკაძე

ჯანმო იწვევს ექსპერტთა ჯგუფს, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით წერს.

"დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ სასწრაფოდ გადაწყვიტა, მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფის გადაუდებელი შეხვედრა მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების გამო, რათა განიხილონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის საერთაშორისო შეშფოთების გამოცხადების შესაძლებლობა. ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის პროცესი იყო. ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.

მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში: ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) და დასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%).

ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს, მაგრამ არსებული ჩუტყვავილას ვაქცინა არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი ამჟამად (21/05/2022) უკვე დადასტურდა შემდეგ ახალ ქვეყნებში (ჯერ 11 არის):

  • ბრიტანეთში
  • პორტუგალიაში
  • ესპანეთში
  • იტალიაში
  • შვედეთში
  • გერმანიაში
  • ბელგიაში
  • საფრანგეთში
  • ამერიკაში
  • კანადაში
  • ავსტრალია

ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში. მარტო კონგოში 6000 ინფიცირდება წელიწადში და 3000 ნიგერიაში.
ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ, იხილეთ მოკლე განმარტება:

მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი, მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.” – წერს ფხაკაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დამსაქმებელი
ახალი რეგულაციები დამსაქმებლებისთვის - რა წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში

მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ავალდებულებს.   მინიმალური მოთხოვნები მოქმედე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657093513

საქბანკი სასტუმრო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით სურამში 3 კოტეჯისგან შემდგარი კომპლექსი  შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა საქართ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657093124

კალაძე
წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხა...

საზოგადოება 1657093046

კალაძე
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იცი...

საზოგადოება 1657092982

პარკი დიღომში
დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა - დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის...

საზოგადოება 1657092849

დაკავებული ქართველები
ეს ქართველები საბერძნეთში დააკავეს - დიდი სპეცოპერაცია ათენში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით.  ბერძნული მედია კი დაკავებულ...

კრიმინალი 1657092407