საზოგადოება • 1727801258
ცესკო საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო უბანი არ გაიხსნება:
✔️ მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ქვეყნის მისამართზე საზღვარგარეთის რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;
✔️ იმ ქვეყნებში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე დგას 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი.
საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველი შეიყვანება სპეციალურ სიებში, რომელშიც შეიტანება ამომრჩევლების შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
იმ საარჩევნო უბნებში, რომლებიც უკვე შექმნილია საზღვარგარეთ, სპეციალურ სიაში ამომრჩევლების შეყვანა ხდება, თუ:
1. სხვა ქვეყანაში მყოფი ამომრჩეველი დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველს აქვს რეგისტრაციის მისამართი საქართველოში:
✔️ ასეთი ამომრჩეველი 2024 წლის 26 სექტემბრამდეც ნებისმიერ პერიოდში შეძლებდა და ახლაც შეუძლია საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველთა სიაში, ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საარჩევნო უბნები.
2. ამომრჩეველს აქვს საზღვარგარეთ რეგისტრაცია (მისი რეგისტრაციის მისამართი არის სხვა ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთი, აშშ, ქალაქი ნიუ-იორკი და ა.შ):
✔️ ეს ამომრჩევლებიც შედიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მაგრამ, ვინაიდან, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნა კენჭისყრის დღემდე 30 დღით ადრე (26 სექტემბერი), სწორედ ამ ვადის შემდეგ ხდება მათი გადანაწილება იმ ქვეყნების მიხედვით, სადაც გაიხსნა საარჩევნო უბნები და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მათ შეუძლიათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიაში.
3. ამომრჩეველი, რომელიც დადგენილ ვადაში გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას შესაბამის საარჩევნო უბანში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან დადგება საკონსულო აღრიცხვაზე მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.
საბოლოო მონაცემებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკოს მიაწვდის 8 ოქტომბერს, ხოლო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (სერვისების განვითარების სააგენტო, შსს და სხვა) კი - 9 ოქტომბერს. აღნიშნული მონაცემების დამუშავების შემდგომ, ამომრჩეველთა სიები მიიღებს საბოლოო სახეს.
ამ ეტაპზე, ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალურ სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. საბოლოო სიების დამუშავების შემდეგ ინფორმაცია განთავსდება სხვა ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით.
საყურადღებოა, იმისათვის რომ, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი მოხვდეს სიაში აუცილებელია ის ფლობდეს 7 ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ხოლო ხმის მიცემის უფლების განხორციელებას კი შეძლებს, თუ აღნიშნული რომელიმე დოკუმენტი ასევე ძალაში იქნება 26 ოქტომბრის მდგომარეობით.
აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხს. ცალკეულმა პირებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 508 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვებგვერდის geoconsul.gov.ge სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.
ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128 000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან. ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებგვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.
შესაბამისად, ვებგვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25 სექტემბერს გადმოსცა ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 68 024 პირის შესახებ, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ სიაში მყოფ 2 516 პირს არ ჰქონდა ვალიდური დოკუმენტები და საარჩევნო უფლება, შედეგად საბოლოო ჯამში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 65 508 ამომრჩევლის მონაცემების საფუძველზე 42 ქვეყანაში შექმნა 60 საარჩევნო უბანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა: ანდრუშკა შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!სიამაყე! ძალიან მიჭირს უკვე უშენობა! ზუსტად ვიცი რომ ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგამ! იცოდე რომ გვერდში დი...
სოცმედია • 1743048516
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოლიგარქი...
პოლიტიკა • 1743047379
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:,,საკუთარ თავთან მაქვს ორი დღეა კონფლიქტი და ვიდრე ბრაზში გადამივა უნდა ვთქვა… ძალიან ვაფასებ ნიკა გილაურმა რაც გააკეთა მისი ფონდით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასევე ს...
სოცმედია • 1743046396
ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი გილაურის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს:,,ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი...
პოლიტიკა • 1743046099
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1743045447
"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...
პოლიტიკა • 1743021475
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი