ისანში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

 აწყურის ქუჩ

ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდა.

 

პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ელექტროსადენები კი, მიწისქვეშ განთავსდა. განახლდა გარე განათების ქსელიც და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები.

 

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

 

„ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ აღნიშნული ქუჩა, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, დღეს სრულიად მოწესრიგებული და განახლებულია. პირველ რიგში, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაზიანებული გზის საფარი. პროექტით ასევე მოვაწესრიგეთ ტროტუარი, გაჩნდა ახალი საპარკინგე სივრცეები, მოეწყო ეზოში შესასვლელები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ელექტროგადამცემი ხაზები განთავსდა მიწის ქვეშ. ასევე, დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები. ყველაფერი, რაც კეთდება ქალაქში, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის.  ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

აწყურის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა გზაგამყოფი ზოლები და მოეწყო ზებრა გადასასვლელები; დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და შუქნიშნები; განახლდა და დაემატა საპარკინგე სივრცეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი, მოეწყო პანდუსები.

 

პროექტის ფარგლებში, გამწვანდა ტერიტორიაზე არსებული 55 თარგი, 2 000 კვ.მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, 800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარით დაფინანსდა.

 

აწყურის ქუჩაზე, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზახაროვა
„სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...

მსოფლიო 1780916926

პოლიტიკა
„ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება“ - სააკაშვილი

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...

პოლიტიკა 1780914416

პოლიტიკა
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... პაპუნა ლოცულაშვილი რომ სცემეს, მაგ საქმის მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს“ - ადგილობრივი გორში გარდაცვლილ პოლიციელზე

"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...

შემთხვევა 1780913118

4 ოქტომბერია
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...

სამართალი 1780912924

ზელენსკი ფაშინიანია
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ“ - ზელენსკი

"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...

მსოფლიო 1780912056

ორსული
 “თავზარდაცემულები ვართ“ - ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა და ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს  “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...

შემთხვევა 1780911827