ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა

რეკრეაციული

ისნის რაიონში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. განახლებული ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონის გამგებელთან, ნიკა ელისაშვილთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ჯამში 11 000 კვ. მ-ზე განხორციელდა. აქედან 5000 კვ.მ რეკრეაციული სივრცეა.

„თბილისში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა. შეგეძლოთ ფოტოებზე გენახათ, რა ხდებოდა აქ. ჩვეულებრივი 90-იანი წლები - სკვერი მიგდებული, ყველანაირად გაუბედურებული იყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობის მიერ, მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასეირნო ბილიკები, სარწყავი სისტემა, დაირგო ახალი მცენარეები, მოეწყო საბავშვო და სატრენაჟორო სივრცეები, რეაბილიტირდა საფეხბურთო მოედანი, ღამის განათებები დამონტაჟდა და ნამდვილად სასიამოვნო გარემოა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს და გვინდა, ასეთი პროექტები განვახორციელოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში,  ტერიტორიაზე განთავსდა  საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის  დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონები, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი; ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე; დამონტაჟდა სკამები, სხვა საპარკე ინვენტარი და სეპარირებისთვის განკუთვნილი  ურნები; დაიგო დეკორატიული ფილები.

კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში, 6300 კვ.მ-ზე  ჩატარდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტროტუარები. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900