ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს.

"მარტო აღარ ვარ, მე მყავს თანამოაზრეთა ჯგუფი იბერიის ჰემატრიული მემკვიდრების არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მოქმედებენ იურისტები და დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა ამათ იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევიან.რაც შეეხება, როგორ ხდება ეს ყველაფერი. ეს არ არის ჩვეულებრივი მეცნიერული ინფორმაცია, მე დაახლოებით 30-მდე წიგნი მაქვს დაწერილი და ძალიან კარგად ვიცი როგორ იწერება მეცნიერული ინფორმაცია, იქამდე ვიყავი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.მეცნიერული ინფორმაცია იწერება ასე - ჯდება ადამიანი თავის სამუშაო მაგიდასთან და რაღაც ფორმულა გამოჰყავს. ეს ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ მიეწოდება ადამიანს გამთენიისას. მე მეგონა მხოლოდ ჩემთან დაკავშირებით ხდებოდა ასე და რამდენჯერმე ინტერვიუში აღვნიშნე კიდეც, რომ მე გამთენიისას მომეწოდება ეს ყველაფერი, დილის 4-5 საათიდან 7 საათამდე თვალდახუჭული რომ ვარ, ჯერ კიდევ ძილბურანში, მაშინ მოდის-მეთქი ეს ინფორმაცია.მე ვდგები ვიწერ და მხოლოდ შემდეგ შემიძლია დავიძინო-მეთქი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მარტო ჩემთან დაკავშირებით არ ხდებოდა.თავის დროზე ამ ცოდნის გამოყენებას შეეცადა დავით აღმაშენებელი. გიორგი ჭყონდიდელი, როგორც ჩანს, იყო მოთავე ამ ყველაფრის და მერე გალობანი სინანულისანი რომ დაწერა, სწორედ იქ აღნიშნავს რომ ასურული ცოდნა ვიწამეო და ამისთვისო ღმერთს შესთხოვს პატიებას." - თქვა ივანიშვილის ასტროლინგვისტმა და ასტროარქეოლოგმა, ალიკო ცინცაძემ "სამართლის ექსპერტში".ალიკო ცინცაძე ივანიშვილის უნივერსიტეტში ფსევდომეცნიერულ საგანს ასწავლის.მაშინ როცა კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში 92%-ით ნაკლებ სტუდენტს მიიღებს ილიაუნი, 20 აბიტურიენტს შეეძლება ისწავლოს ასტრომეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.ალეკო (ალიკო) ცინცაძის თეორიული სისტემა წარმოადგენს მცდელობას, ქართული ენა, დამწერლობა და არქიტექტურა გაერთიანდეს ერთიან კოსმიურ პარადიგმაში. მისი ნაშრომები ეფუძნება მოსაზრებას, რომ უძველესი ქართული კულტურა ფლობდა ფუნდამენტურ ცოდნას სამყაროს მოწყობის შესახებ, რომელიც დაშიფრულია ანბანურ სიმბოლოებსა და ლიტერატურულ ძეგლებში.თუმცა, აკადემიაში ეს მიდგომები ფასდება როგორც ფსევდომეცნიერება და ეზოთერულ-ოკულტისტური სპეკულაცია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანა ყეინიშვილი
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამ...

სამართალი • 1791533406

მარნეული ბებია დაკავება
ბებია, რომელმაც არასრულწლოვანი შვილიშვილი იძულებით დააქორწინა, პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.გამოძიებ...

კრიმინალი • 1791531978

ევროპარლამენტი
ევროპარლამენტმა საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პო...

პოლიტიკა • 1791484975

შოთა მუსაევი იცხაკ ჰერცოგი
"შოთა არის რუსთაველის სახელი, ერთ-ერთი უდიდესი პოეტის, რომელიც კაცობრიობას ჰყოლია... მე მის პოეზიაზე გავიზარდე" - ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შოთა მუსაევის დაჯილდოებისას

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება. „მათთვის,...

მსოფლიო • 1791479273

მარკო რუბიო აკროპოლისი
გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გაიღვიძოს ხანგრძლივი ძილისგან და ხელახლა დაანთოს ის ცეცხლი, რომელიც აქვე, ათასწლეულების წინ აინთო - მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ

საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია,...

მსოფლიო • 1791474039

სპეცფორმა პანდემია
„როსპოტრებნადზორი“ ირკუტსკში შავი ჭირით ინფიცირების მეორე შემთხვევას უარყოფს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსპოტრებნადზორი“) აცხადებს, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის საეჭვო ვ...

მსოფლიო • 1791470502