კახა კალაძე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
საზოგადოება • 1709549147

თბილისის განვითარების ფონდი, მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროექტს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო.
დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეემატება.
„აბრეშუმის მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ძალიან ლამაზი ნაგებობაა. პირველი, რაც გაკეთდა, ეს იყო კონსტრუქციების გამაგრება, რომელიც ფაქტობრივად იშლებოდა. მიწის ქვემოთ არსებული გრუნტის წყლების გამო საძირკველი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სარდაფები კი წყლით იყო ავსებული. დღეს ეს ყველაფერი მთლიანად რეაბილიტირებული და მოწესრიგებულია. გაკეთებულია სადრენაჟე სისტემა, რომელიც წყალს არიდებს აღნიშნულ შენობა-ნაგებობას. პროექტის დასრულებამდე ორი თვე დარჩა. თითოეულ დეტალზე და ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული და ეს ყველაფერი დასრულდება ეზოს მოპირკეთებით და გამწვანების სამუშაოებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, გაეცნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და
საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.
პროექტი ხორციელდება „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით.
რეაბილიტაციის I ეტაპზე შენობა კონსტრუქციულად გამაგრდა, რეაბილიტირდა კომუნიკაციები, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, დაისხა ფილები, მოეწყო გათბობის სისტემა, გაიწმინდა აგურის კედლები, დამონტაჟდა რკინის შიდა კარი და ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და სართული სრულად ადაპტირდა შშმ პირების საჭიროებებზე.
მეორე ეტაპზე გაილესა და შეიღება კედლები და ჭერი, რესტავრირდა ჭერის კარნიზების ნაწილები, გამოიცვალა თუნუქის სახურავი, მუშტაიდის ბაღის მხარეს შემოიღობა ტერიტორია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მხატვრული მინათების და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე წინა ეზოს კეთილმოწყობა.

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...
საზოგადოება • 1745762220

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...
პოლიტიკა • 1745757774

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...
შემთხვევა • 1745757611

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...
პოლიტიკა • 1745757536

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...
შემთხვევა • 1745756648

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!! ქეშით...
პოლიტიკა • 1745756358