კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
საზოგადოება • 1793721600
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. როგორც დავპირდით მოსახლეობას, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდება. არ დაუჯეროთ კონკრეტულ ტელევიზიებს, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს სამუშაოების დასრულების ვადამ დეკემბრის ბოლომდე გადაიწია. ეს არის სიცრუე, არასწორი ინფორმაცია. თუ რაიმე პრობლემა იქნება, ამას პირდაპირ ჩვენ ვიტყვით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეის მდგომარეობით არანაირი პრობლემა არ არის, ძალიან კარგი ტემპია. კომუნიკაციების სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოპირკეთება, საძირკვლის მოწყობა. საბოლოო ჯამში, როდესაც პროექტი დასრულდება, გამზირი ძალიან ლამაზი და კეთილმოწყობილი იქნება. კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, განსაკუთრებით, იქ მცხოვრებ ადამიანებს, ოჯახებს, რადგან ძალიან დიდი დისკომფორტი შექმნა აღნიშნულმა ჩაკეტვამ, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება სხვანაირად შეუძლებელი იყო. ცოტაც უნდა მოვითმინოთ და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ .
ამ დროისთვის დასრულებულია მიწისქვეშა ქსელების რეაბილიტაცია და მოწყობილია კაბელარხები, სადაც საჰაერო სადენების გადატანა ხდება.
თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც ასფალტის საფარის ქვედა ფენები უკვე დაიგო, საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა ხდება, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.
გარდა ამისა, დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გასასვლელების რეაბილიტაციის პროცესი. მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა და მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მონტაჟიც.
გამზირზე ეწყობა ტროტუარები, საავტომობილო გზის საფუძველი, სადაც სულ მალე ასფალტის საფარი დაიგება, სავალი ნაწილი დაიხაზება, მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები. ასევეჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
ადგილზე მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










