კახა კალაძე: თბილისის მეტროპოლიტენის განახლება  111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს

მეტრო ჩინეთი

„თბილისის მეტროპოლიტენის განახლება  111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) სტუმრობისას განაცხადა, სადაც სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს დედაქალაქისთვის სპეციალურად შეიქმნა მატარებლის ახალი ვაგონები, რომელიც უნდა გახდეს  თბილისის მეტროს განუყოფელი ნაწილი და საქართველო-ჩინეთისმეგობრობის სიმბოლო.

გამოითქვა იმედი, რომ ღონისძიების სლოგანი - „თბილისის მეტროს წარმატებული განვითარება“ რეალური პერსპექტივაა.

სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქისთვის მეტროს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მეტროპოლიტენს ახალ სიცოცხლეს აძლევს.

„მიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის გამო და ამ სასიხარულო ფაქტს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. თბილისის მეტროპოლიტენის განახლება  111 ახალი ვაგონით, ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეამატა თბილისის მეტროს.

თბილისის მეტროპოლიტენს ხანგრძლივი ისტორია აქვს.  თავის დროზე მისი შექმნა ქალაქის სატრანსპორტო განვითარებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. დღეს უკვე ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიას და ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ მეტროპოლიტენს, რომელმაც უნდა უპასუხოს თანამედროვე თბილისის საჭიროებებს.

მეტრო თბილისისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ის ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს არის ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი გადაადგილდება. ამიტომ, მეტროს განახლება მხოლოდ ტრანსპორტის განახლებას არ ნიშნავს, ეს არის ნაბიჯი კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროს ვაგონების განახლების პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დიდი მხარდაჭერა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი იყო  შპს „ჯი-თი გრუპის“  თანამშრომლობა მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიასთან  - ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კომპანიასთან.

მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სრულიად თანამედროვე პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც წლის ბოლოს იქნება თბილისში. ასევე, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მეტროპოლიტენს ჯამში შეემატება  25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი  5-ვაგონიანი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში. მადლობას ვუხდი ჩვენს მასპინძელ ჩინურ მხარეს საოცარი და გულთბილი დახვედრისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის.

ახლა ჩემს უკან დგას თბილისის მეტროსთვის განკუთვნილი ახალი ვაგონი, რომელიც ამავდროულად არის ახალი ნაბიჯი თბილისის მომავლისკენ. გილოცავთ პროექტის წარმატებით განხორციელებას!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ლი დინგ ნანიმ აღნიშნა, რომ პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის.

"თბილისის მეტროს პროექტი CRRC-ის მიერ „სარტყლისა და გზის“ მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს. პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის.

დღეს პირველი მატარებლის საზეიმო წარდგენა პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპია, უფრო მეტიც - ორივე მხარისთვის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ბაზრის ერთობლივად ათვისების ახალი დასაწყისი. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად გავაფართოებთ თანამშრომლობის სფეროებს“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა.

ღონისძიებას საქართველოს ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი გიორგი შარკოვი, GT გრუპის ერთ-ერთი დამფუძნებელი  გია გველესიანი, CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ლი დინგ ნანი, CRRC ფუჭენის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იანგ ცი და CRRC ფუჭენის გენერალურ დირექტორი სუ ხაი ტა ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325