კახა კალაძემ ნათელა ვაშაკიძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

კალაძე ვასაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ფარმაცევტ ნათელა ვაშაკიძეს ესტუმრა და 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ნათელა ვაშაკიძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება.

 

„მთელი გულით გილოცავთ 100 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. სიხარული, ხვავი, ბარაქა და ბედნიერება არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახს. როგორც იცით, თბილისის მერია ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც 100 და მეტი წლის მოქალაქეებს 10 000 ლარით ასაჩუქრებს. იმედი მაქვს,  100 წლის და უფროსი ასაკის რაც შეიძლება ბევრი მოქალაქე ეყოლება თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თავად ნათელა ვაშაკიძემ თბილისის მერს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანგრძლივად სიცოცხლის საიდუმლო სამშობლოს სიყვარულია.

 

„წარმოშობით სამტრედიის რაიონიდან ვარ და განსაკუთრებით მეამაყება, ასეთი წარმატებული მერი რომ ჰყავს ჩვენს დედაქალაქს. ჩემი ნატვრა იყო, შეგხვედროდით, რომ დამელოცეთ და მადლობა მეთქვა იმ საქმეებისთვის, რასაც აკეთებთ. დღეს ეს ნატვრა შემისრულდა, თქვენ თავად მესტუმრეთ. 64 წელი ვიმუშავე, მეამაყება ჩემი განვლილი გზა. ასეთი ბედნიერი დღე დამიდგა. მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით და ჩემი სიხარული გაიზიარეთ. ვისაც სამშობლო უყვარს, ვინც თავისი ქვეყნისთვის ნამდვილად იბრძვის, უფალს ვთხოვ, რომ ბედნიერად და ჯანმრთელად იყოს“, - განაცხადა ნათელა ვაშაკიძემ.

 

თბილისის მერიამ მიმდინარე წელს შესაბამისი პროგრამის ბენეფიტი 10-ჯერ გაზარდა. 10 000-ლარიან ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ.

 

მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თანხის მისაღებად, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, დამატებით საჭიროა იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი.

 

ფულადი დახმარება ირიცხება ხანდაზმული პირის საბანკო ანგარიშზე, მომსახურე ბანკიდან პირის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე უკვე ისარგებლეს მერიის აღნიშნული პროგრამით, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.

 

დედაქალაქის მერთან ერთად, 100 წლის იუბილართან სტუმრად ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყაველაშვილი
„ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ“ - ყაველაშვილი

ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი | თქვა ყაველაშვილმ...

პოლიტიკა 1771318941

უცნობი ვიზა
„ ეკატერინა ხვედელიძემ კალამი მაჩუქა“ - „უცნობი“

„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა

საზოგადოება 1771317613

ომაძე ჟვანია
„მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა", - იზა ომაძე ნინო ჟვანიას 

თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...

საზოგადოება 1771315236

ხატია დეკანოიძე
პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ნიშნავს, რომ მკვლელებიც და შემკვეთებიც იცოდნენ და ჩუმად იყვნენ“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...

სოცმედია 1771314890

ირაკლი კირცხალია
„ვხედავთ რა დღეში არიან EU-ს წევრი ქვეყნები და როგორ იღვიძებს საზოგადოება“ - კირცხალია

ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...

პოლიტიკა 1771314236

ნიკო კვარაცხელია
„არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით“ - ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

სოცმედია 1771312977