კახა კალაძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინიტრთან ერთად ბუდაპეშტში იოზეფ ბოჟიკის ძეგლი გახსნა
საზოგადოება • 1764696411
თბილისის მერმა კახა კალაძემ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად, ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი გახსსნა.
უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენის ძეგლის საზეიმო გახსნას მერი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრებთან და უნგრეთში საქართველოს ელჩ ნიკოლოზ ლალიაშვილთან ერთად დაესწრო.
როგორც მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის.
„მივესალმები ბატონ პიტერ სიიარტოს, რომლის მოწვევითაც მაქვს პატივი, დავესწრო ამ ღონისძიებას.
მოხარული ვარ, რომ ბატონ პიტერთან მაკავშირებს ჩვენი ქვეყნების დიდი მეგობრობა, საერთო ბრძოლა სიმართლისთვის და როგორც აღმოჩნდა, ასევე ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარული.
სწორედ ამის გამო ვართ დღეს აქ - სასიხარულოა, რომ ვხსნით უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლს.
მე, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, თამამად შემიძლია ვთქვა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის.
იოზეფ ბოჟიკმა ბევრი წარმატება მოუტანა უნგრულ ფეხბურთს და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი უნგრელი გულშემატკივრის გულში.
გილოცავთ ძეგლის გახსნას, უნგრულ ფეხბურთს კი ვუსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა უნგრული ფეხბურთის ისტორიაში იოზეფ ბოჟიკის როლს და მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის.
"სასიხარულოა, რომ იხსნება ჩვენი დიდი სპორტსმენის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, განსაკუთრებით თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც ცნობილი ფეხბურთელი და ორგზის ჩემპიონია“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მერმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ფეხბურთის აკადემიაც დაათვალიერა.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










