კონკურსში - „ქუჩის ხელოვნება“ მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღება იწყება

კალაძეეე

თბილისის მერია კონკურსში - „ქუჩის ხელოვნება“ (ე.წ. სტრიტ არტი) მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღებას იწყებს.

 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განცხადებების მიღება 30 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე - tbilisi.gov.ge შესაძლებელი.

 

„ბოლო ხანს, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქუჩის ხელოვნება, ე.წ. სტრიტ არტი. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე თანამედროვე ატრაქციად იქცა, რაშიც დედაქალაქის მერია ჩართულია -  მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რათა გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი და შევძლოთ კონკრეტული არეალების ასეთი ნამუშევრებით მოხატვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქში 100-მდე ასეთი ნამუშევარი შეიქმნა და თბილისის მერია თითქმის ყოველთვის ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების მონაწილეა.

 

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს დაფუძნდა ბერლინის „მურალ ფესტის“ ანალოგი „თბილისის მურალ ფესტი“, რომლის ფარგლებშიც უკვე მოიხატა 30-მდე კედელი, წელს კი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კიდევ 10-მდე კედლის მოხატვაა დაგეგმილი.

 

„ასევე, თბილისის მერიისა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ნაყოფიერ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, „ნიკოს“ ეგიდით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანს შეემატა 50-ზე მეტი ნამუშევარი. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი არტისტები, რაც ნამუშევრებს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს. ასევე, სხვადასხვა ჯგუფების ინიციატივით, შარშან მოიხატა სამხატვრო აკადემიის კედელი, გაჩნდა საინტერესო ნამუშევრები ბუდაპეშტის ქუჩაზე და სხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჰაკერები
რა საფრთხეს შეიცავს საქართველოს მოქალაქეების ციფრული მონაცემების გაჟონვა - კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის განმარტება

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე იმ საფრთხეებზე წერს, რაც საქართველოს მოქალაქეების ციფრული მონაცემების გაჟონვა შეიცავს:   "გერმანიაში ბაზირებულ ღრუბლოვანი სერვისის ერთ-ერთ პროვაიდერზე თავი...

საზოგადოება 1737813116

აქცია პოსტტვ
„გააშუქე სიმართლე“ - აქცია პროპაგანდისტულ POSTV-სთან

გააშუქე სიმართლე - ამ ლოზუნგითა და მოწოდებით "ოცნების" პროპაგანდისტულ POSTV-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კახა ბენდუქიძის კამპუსის მარშის მონაწილეები არიან. ადგილზე მობილიზებუ...

პოლიტიკა 1737813061

პეტრას აუსტრევიჩიუსი
"როცა გარიგებაზე მიდიხარ ეშმაკთან, რომელიც დღეს კრემლში ზის, მერე ამ გარიგებას თავს ვეღარ დააღწევ – ამიერიდან შენს მომავალს ეშმაკი განსაზღვრავს" - აუსტრევიჩიუსი

"ოცნება" რამდენი ხანია ძალაუფლებაშია, 12 წელი, ხომ? ლუკაშენკოსთან შედარებით თინეიჯერები არიან, ლუკაშენკომ უკვე 31 წელიწადია, რაც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და არ თმობს. ყველა ბერკეტი ხელში უჭირავს, სრული...

პოლიტიკა 1737810221

სალომე ზურაბიშვილი2
„პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი... საშუალება მქონდა, მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ხდება“ - პრეზდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ვიზიტზე

 "პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი. ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ რომ ეს იყო შეხვედრები იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო...

პოლიტიკა 1737810111

ტრამპი
ტრამპის ბრძანებით, აშშ-მა მექსიკის ყურეს სახელი შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეეცვალა და მას ამერიკის ყურე ეწოდა. "ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეი...

მსოფლიო 1737809613

ჰაკერი
საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა - მედია

საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს და წერს, რომ გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Privede...

პოლიტიკა 1737809522