კვლევის თანახმად, ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის - კალაძე

კალაძე

„გერმანული კომპანია ICP-ის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კვლევის დასკვნა არის მკაფიო - ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას იმ კვლევის შედეგები გააცნო, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებისა და ოპტიმალური გამოსავლის მოძებნის მიზნით მიმდინარეობდა.

 თბილისის მერის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორებიცაა ტერიტორიაზე წვდომა, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები, მიმდებარე მიწების გამოსყიდვის საჭიროება, ფუნქციური ზონირება, რელიეფი და ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობა, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით კი ყველაზე ხელსაყრელი არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია აღმოჩნდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალიც აქვს.

 „მინდა, საზოგადოებას მივაწოდო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლილოს მოქმედ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, იმ სამუშაოებზე, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უახლოეს წლებში იგეგმება. პირველ რიგში, მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. კარგად გვესმის მათი წუხილი. ბუნებრივია, რომ ითხოვდე იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დაკავშირებულია არსებულ ნაგავსაყრელთან. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა  - ამ ადამიანების პრობლემები ჩვენთვის მეორეხარისხოვანი არ არის.

 როგორც გახსოვთ, მოსახლეობასთან პირადად მქონდა რამდენჯერმე შეხვედრა, ეს დღესაც გრძელდება, მოვისმინე მათი წუხილი, პრეტენზიები და მოთხოვნები. მაშინ მათ დავპირდი, რომ დავიწყებდით ალტერნატიული ტერიტორიების მოძიებას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ახალი პროექტის განხორციელება და  ნაგავსაყრელი გადატანა. ეს დაპირება შევასრულეთ.  პროცესში ჩავრთეთ დამოუკიდებელი გერმანული კომპანია ICP, რომელმაც შეისწავლა 12 შესაძლო ლოკაცია და მათგან სამი ყველაზე შესაფერისი შეარჩია - მუხიანი, შინდისი და არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაფართოება.

 კვლევის ფარგლებში შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორებიცაა ტერიტორიაზე წვდომა, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები, მიმდებარე მიწების გამოსყიდვის საჭიროება, ფუნქციური ზონირება, რელიეფი და ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობა. წარმოდგენილი შეფასებით, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით ყველაზე ხელსაყრელი არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია აღმოჩნდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალიც აქვს. გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კვლევის დასკვნა არის მკაფიო - ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 მისივე თქმით, ამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს.

 „პირველ რიგში, ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და არსებული ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს შესაბამისი გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებას და მდგომარეობის მოწესრიგებას. მეორე მხრივ, ახალი პოლიგონის მშენებლობას, დაახლოებით, ოთხი წელი დასჭირდება, რასაც მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსური ხარჯებიც მოჰყვება. ამიტომ, სხვა ტერიტორიაზე გადასვლა თავისთავად ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს არსებულ ნაგავსაყრელზე გვაქვს“, - აღნიშნა მერმა.

მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მერიის მიზანია არა პრობლემის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, არამედ მისი რეალური და გრძელვადიანი მოგვარება.

როგორც მერმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით უკვე დაწყებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორიცაა ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

„ეს არ ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია ან მოსახლეობას ვთხოვთ, შეეგუოს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს აწუხებს. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ეს პრობლემები რეალურად მოვაგვაროთ. ჩვენი მიზანია არა პრობლემის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, არამედ მისი რეალური და გრძელვადიანი მოგვარება. სწორედ ამ მიზნით უკვე დაწყებულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. საუბარია ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. დღეს არსებული მდგომარეობით, ეს დაბინძურებული წყლები პირდაპირ არხში ჩაედინება, რაც სერიოზული გარემოსდაცვითი პრობლემაა და აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას. სწორედ ამიტომ, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა და რომელიც 2027 წლის სექტემბერში დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851