მამა ილია თოლორაია საპატრიარქოში დაიბარეს
საზოგადოება • 1762243506
არქიმანდრიტი დოროთეს [ყურაშვილი] შემდეგ საპატრიარქოში მამა ილია თოლორაიაც დაიბარეს. აქციების მონაწილე სასულიერო პირს ახსნა-განმარტებებს სავარაუდოდ მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო სთხოვენ. ირკვევა, რომ მასთან გასაუბრება მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს სურთ.
მამა ილია თოლორაია საპატრიარქოში ხვალ 13:00 საათზეა დაბარებული. სასულიერო პირი იქ მისვლას გეგმავს და ამბობს, რომ მზადაა, ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მასთან მიმართებით მაღალ იერარქებს აქვთ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამა ილია თოლორაიას საპატრიარქოში დაბარებამდე, მამა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასულიერო პირს კითხვებზე პასუხები ჰქონდა გასაცემი.
გუშინ დამირეკა მამა მიქაელ ბოტკოველმა და მითხრა, რომ ოთხშაბათს 13:00 საათზე მეუფე შიოს, მეუფე თეოდორეს უნდაშენთან გასაუბრებაო. სავარაუდოდ, დაბარებული ვარ იმაზე, რომ მეუფე შიოზე ვთქვი ეგზარქოსი. მმართველს ნიშნავს თვითინ სიტყვა "ეგზარქოსი", არის ეპისკოპოსი, უბრალოდ, ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას. ამას მე რატომ ვამბობ? უბრალოდ, მე ჩემს სიტყვებს არ ვიბრუნებ. ეს მე ვთხვი იმიტომ, რომ როდესაც მე დავინახე ქუჩაში ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, ქალებს, ბიჭებს, მოხუცებს სცემდნენ, ასისხლიანებდნენ და მეუფისგან ერთი სიტყვა არ გამიგია, რომ ნუ აკეთებთ ამას... ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, რომლებიც გამოსულები იყვნენ? გამოსულები იყვნენ რუსეთის საწინააღმდეგოდ. ერთი სიტყვა არ გამიგია მეუფისგან, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი საქართველოს მტერია. სად დგახართ, მეუფევ? რუსეთის მხარეს თუ საქართველოს მხარეს? მე ამაზე პასუხს ვაგებ.
როცა მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არცერთ ეპარქიაში არ დარჩებოდაო ისე და ამის გამო პასუხი უნდა აგოსო, მე ვეტყოდი მამა ანდრიას, რომ მისი განცხადება არ იყო უპასუხისმგებლო, როდესაც მამა დოროთეზე თქვა, მოძალადე არისო?, - ამბობს მამა ილია თოლორაია. ცნობისთვის, საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










