მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ძალისხმევით კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება

ქვრივიშვილი

"ჩვენს სტრატეგიულ ავიაკომპანია „ვიზეართან" შედეგიანი მოლაპარაკებისა და  მათი მენეჯმენტის ასევე წარმატებული ვიზიტის შემდეგ საქართველოში, მოხარული ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ფრენები კრაკოვის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას და სწრაფ აღდგენას," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის „ვიზეარის" გადაწყვეტილება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნის შესახებ.

ფრენები ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით 28 სექტემბრიდან შესრულდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლონეთთან დამატებით კიდევ ერთი პირდაპირი რეისის დანიშვნა ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას.  „პოლონეთი, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი და ძლიერი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვემზადებით შემოდგომისა და ზამთრის ტურისტული სეზონების სათანადო დონეზე წარმართვისთვის და ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნა ევროპიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისა და იმერეთის მხარისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ავიაკომპანია „ვიზეარი" საქართველოში ფრენების სიხშირეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესაბამისად ეტაპობრივად ზრდის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე ავიაკომპანია „ვიზეართან"  კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს. ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც 28 სექტემბრიდან მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ვარშავის, გდანსკის, ვროცლავისა და კატოვიცეს მიმართულებით სრულდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 29 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის მოს...

საზოგადოება 1711627320

კირილი
პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი "წმინდა ომად" გამოაცხადა

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს -"სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ახალი ეტაპი რუსი ხალხის ეროვნულ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711626954

ბაკურიანი
"მთავარის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს. ის ადგილობრივი, 50 წლამდე ასაკის პირია, რომელიც 6 დამსვენებელთან ერთად, ბურანებით ოშორა-ოთას მონაკვეთზე იმყოფებოდა, რა დრ...

შემთხვევა 1711626083

სა
ჯაბა სამუშიამ გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორი...

განათლება 1711625700

საზოგადოება
არავინ კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას, არც ორი ნიკას, არც არავის ხათრით, მათთვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად - ნიკა მელია ქუთაისის საკრებულოზე

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახ...

პოლიტიკა 1711625220

ბაკურიანი
ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც...

შემთხვევა 1711623240