მარიჯანის N4-ში „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობა იყო, კომპანია კი, რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს - კალაძე

კალაძე მარიჯანი

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ  საზოგადოებას 6 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად, მარიჯანის ქუჩის N4-ში, სამშენებლო მოედანზე ფერდის ჩამოშლის ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე მდებარეობდა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ნაგებობა, რომლის დამადასტურებლადაც მერმა შესაბამისი ფოტოები წარადგინა.

„უხვი ნალექის შედეგად, 6 ივლისს, მარიჯანის ქუჩის N4-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს, სამშენებლო მოედანზე დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი, რამაც ბევრი სპეკულაცია, მითქმა-მოთქვა და არასწორი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ კონკრეტულ მისამართზე და რა პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა კომპანიამ. დედაქალაქის მერიის კეთილი ნება იყო, რომელსაც ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს.

მინდა, განვმარტო, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას არ მოუყვანია. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დაზარალებულ ოჯახებს, თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მარიჯანის N4-ში არსებულ ნაგებობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული სწორედ დემონტაჟის შედეგადაა წარმოქმნილი, ის კომპანია „დექსთ დორის“ სამშენებლო ობიქტია. აღნიშნული კომპანია დაზარალებულების გადაწყვეტილების და თხოვნის შედეგად იქნა წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას აქვს ორი კონკრეტული ლოკაცია, სადაც აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები დააკმაყოფილოს - ერთი არის მარიჯანის ქუჩის N4-ში, სადაც ბინას 433 ოჯახი ელოდება, მეორე კი ვაშლიჯვარში, სადაც ფართებით 114 ოჯახი დაკმაყოფილდება.

ასევე, მერის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2024 წელს იქნა გაცემული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, კომპანიას სამშენებლო ნაბართვის კორექტირება დაევალა.

კალაძის ინფორმაციით, ამის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მისამართზე გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს.

„რაც შეეხება მიწის ჩამოშლის ფაქტს, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალება გამაგრების სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საბედნიეროდ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის თქმით, საზოგადოებამ მოისმინა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კომპანიას არ ეძლევა ფართების გაყიდვის შესაძლებლობა.

„დიახ, არ ეძლევათ ფართების გაყიდვის შესაძლებლობა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ეს მოხდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რათა პირველ რიგში, დაგიცვათ თქვენ, დაზარალებული მოსახლეობა, რათა არ აღმოჩნდეთ ისევ მოტყუებულები. აღნიშნულმა კომპანიამ - „ნექსთ დორმა“, პირველ რიგში, თქვენ უნდა დაგაკმაყოფილოთ და ამის შემდეგ მიეცემათ მათ შესაძლებლობა აშენებული ფართების გაყიდვის. რა არის ამაში ცუდი? ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, რომ არ დარჩეთ ისევ მოტყუებულები. ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი. ეს არის პასუხისმგებლიანი და სწორი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
10 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

10 ნოემბრის ენერგიები ხასიათდება კომუნიკაბელურობით, ახალი ინფორმაციის აქტიური მიღებისა და საქმიანი კავშირების გაღრმავების სურვილით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს დიალოგის, მოლაპარაკებებისა და იდეების თავი...

ეს საინტერესოა • 1794259717

ნემო ბურჭულაძე
ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული მოძრაობის წევრი ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა."დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძ...

საზოგადოება • 1794255504

პუტინი სასწრაფო
ეპიდემიოლოგები: რუსეთის 27 რეგიონში აივ-ინფექცია რისკ-ჯგუფებს გასცდა და მოსახლეობაში მასობრივად ვრცელდება

რუსეთის 27 რეგიონში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა (აივ) გენერალიზებული ეპიდემიის ფაზას მიაღწია — ინფექცია ვრცელდება არა მხოლოდ ტრადიციულ რისკ-ჯგუფებში, არამედ მთელ მოსახლეობაში. „როსპოტრებნადზორის“...

მსოფლიო • 1794243762

ღარიბაშვილი ციხე
ირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური იზოლაციისა და „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ კლასიკური მაგალითია

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების დახურვას ეხმაურება.როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, 2 ნოემბერს სასამართლოში მისი საქმი...

პოლიტიკა • 1794242544

რუსული პასპორტი საქართველო
რეკორდული მაჩვენებელი: 2026 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში რუსეთის მოქალაქეთა ნაკადმა პიკს მიაღწია

2026 წლის მესამე კვარტალში სერბეთში, საქართველოში და სომხეთში — რუსეთის მოქალაქეთა გასვლის მაჩვენებელმა ბოლო 17 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მონაცემები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ს...

პოლიტიკა • 1794240904

მუხიანი რაჭის ქუჩა
ე.წ. მუხიანის აგარაკებზე რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სრულდება რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება...

საზოგადოება • 1794237537