მარნეულის ეპარქიამ გიორგი შინჯიკაშვილს ეპისკოპოს ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობა დაუდგინა და ზიარება აუკრძალა

ჰუჯაბის ეპისკოპოსი შინჯიკაშვილი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსომ ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აუკრძალა. საეპისკოპოსო სასამართლომ შინჯიკაშვილს ეპარქიის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობა დაუდგინა. საეპისკოპოსოს სასამართლოს ოქმი 6 ივნისით თარიღდება.

“ბრალდებულს გ.შ.-ს, გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვრთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე კანონის დადგენილებებს და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა”, – ვკითხულობთ განჩინებაში, რომელსაც ხელს თავად გიორგი ჯამდელიანი აწერს.
აქვე აღნიშნულია, რომ შინჯიკაშვილის შეწყალების უფლება სხვა სასულიერო პირს არ შეუძლია. თუმცა ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია სამმართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში.

ოქმის მიხედვით, საეპისკოპოსო სასამართლოზე გამოკითხეს თავად შინჯიკაშვილიც. გარდა ამისა, გამოიკითხა ბრალმდებელი მონაზონი თ.კ. [სავარაუდოდ, საუბარია თეკლა კუბლაშვილზე]. გამოიკვლიეს მოწმეთა ჩვენებები და სხვა ფაქტობრივი მტკიცებულებებიც. 

 


 
 

 


ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა მისი მკვლელობის მცდელობაზე ორი დღის წინ, 8 ივნისს ისაუბრა. ამ დროს საეპისკოპოსო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ორი დღით ადრე.

ჯამდელიანმა მისი მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში “ქართული ოცნების” მთავრობასთან დაახლოებული მაღალჩინოსანი დაადანაშაულა. მან თქვა, რომ მის მკვლელობას “უშიშროების” მაღალი თანამდებობის პირი საწამლავით გეგმავდა, დასახმარებლად კი ამავე ეპარქიის ერთ-ერთი მონაზონი გადაიბირა.

“ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ [მონაზონს] და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება, აი, ასეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში”, – განაცხადა ჯამდელიანმა.იმავე დღეს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო გამოძიება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურია
„ურჩევნია ეს პატარა თაღლითი სადმე არ შემხვდეს“ – ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურიას

ნაცმოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურიას მონაყოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ,,ამ კედელზე დაძრწის ამ იმბეცილის “პაძელნიკი”.იმის გასაგონად ვწერ,ურჩევნია ეს პატარა თაღლითი სადმე არ შემხვდეს“

სოცმედია 1750094635

აშშ-ის საელჩო
„ჩამოყალიბდა ნაბიჯები, რომლითაც მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობის სერიოზულობა უნდა აჩვენოს“ - აშშ-ის საელჩო

დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და უფროსი მრჩეველი უაით ტოლკი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ განხილვის მთავარი სა...

პოლიტიკა 1750092882

ისრაელის თავდაცვის ძალები 1
ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას იერიშის შესახებ აფრთხილებს და ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას მოსალოდნელი იერიშის შესახებ აფრთხილებს და მათ ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს. “ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვ...

მსოფლიო 1750092794

ცაგურია
„საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო” – დაჩი ცაგურია

თეა წულუკიანის კომოსიაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა: „საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმალამოღებული წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ი...

პოლიტიკა 1750092666

საქბანკი გნთლების
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1750092595

ჯაფარიძე ზურა
`რა ვქნათ?“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალი წერილი საპატიმროდან

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ფეისბუქგვერდზე, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, 12 ივნისის წერილი ქვეყნდება: “აქედან ჩემი ხმა დაახლოებით 1 კვირიანი დაგვიანებით აღწევს გარეთ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც მინდა იყოს...

პოლიტიკა 1750092525