"მე არ მაქვს ეს გამოცდილება. პირდაპირ ჩემ მიმართ არასდროს ყოფილა მცდელობა, რომ გარედან ვიღაცები ჩაერიონ, ან მიმითითოს რაღაცა“ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საზოგადოება • 1778073869
"მე არ მაქვს ეს გამოცდილება. პირდაპირ ჩემ მიმართ არასდროს ყოფილა მცდელობა, რომ გარედან ვიღაცები ჩაერიონ, ან მიმითითოს რაღაცა და ა.შ. ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის მსგავსი არავის უთხოვია. ბიზნესმენი რას ნიშნავს, სანაცვლოდ ფული შესთავაზა თუ რა?! მაინცდამაინც ბიზნესმენი რით არის მნიშვნელოვანი, ვინმე სხვა რომ ყოფილიყო მაგალითად, მეცნიერი? ჩარევა საიდან არის?! შეიძლება სთხოვა, მაგრამ ჩარევა რატომ არის შეგიძლიათ ამიხსნათ?! რატომ არის თხოვნა ჩარევა?! არ მომისმენია მეუფე ზენონის ლაპარაკი, მაგრამ თუ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, მაშინ ეს თხოვნა კი არ არის, თქვათ, რასაც ის ამბობს, გამოდის, რომ ეს არის ან მუქარა, ან მატერიალური დაინტერესება ან სხვა. ჯობია, ასეთ რაღაცაში არაფერი იგულისხმებოდეს და პირდაპირ თქვას. ვიღაცა რომ მოვიდეს და მთხოვოს, მთხოვოს რა მოხდა?! ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს" | განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „პალიტრანიუსთან“ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომელმაც გუშინ TV პირველთან განაცხადა, რომ ასახელებენ ბიზნესმენს, რომელმაც მღვდელმთავრებს მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვა: „თუ ბოლომდე მივყვებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასახელებენ ადამიანს, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმას. მე არ ვიტყვი.. დაე, მათ თქვან, ვისთანაც მივიდა. მე გეუბნებით ფაქტს, ერთ-ერთ შემადგენელს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა"
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








