„მე ისევ აქ ვარ!“ - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა საქმის დეტალებსა და ბრალდებულებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს

გიგა ავალიანი ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება: — დედაჩემს დაურეკეთ! გიგა ავალიანმა იცოდა, ვინ იყო მისი დედა და რა ძლიერი იყო მათი დედაშვილობა! ჰოდა, მე ისევ აქა ვარ!

გიგას გარდაცვალების წამიდან რატომ შემოვედი სოციალურ ქსელში საბრძოლველად, ვერ გაიგო მკვლელების ოჯახებმა და შვილების დაჭერის შემდეგ რიგრიგობით გამართეს სოც-ცირკაობა. მაგრამ გაიგო ხალხმა, რომელიც ჩემთვის საზოგადოებაა და მათთვის — ბრბო! ჰოოო და, ჩვენ — ყველამ ერთად — ვაღიარეთ სამართლის და კანონის უზენაესობა. ვაღიარეთ და შევძელით კიდეც!

ეკა კუპატაძე იცავს გიგა ავალიანის ღირსებას! პროკურატურა იცავს გიგა ავალიანის ღირსებას და სახელმწიფოს ღირსებას! სასამართლომ უნდა დაიცვას სახელმწიფოს ღირსება და მომავალი თაობის უსაფრთხოება! საზოგადოება მხარს გვიჭერს სამართალში, გვაკვირდება გამადიდებელი ლუპით და გვიმაგრებს ზურგს!

გუშინ გავიდა ნია იმნაძის დაჭერიდან ერთი თვე. იმ „გულჩვილი“ და „სამართლიანი“ ხალხის აზრი მაინტერესებს, ლეგიტიმური კითხვები რომ ჰქონდათ: ხომ არ გაგირკვევიათ, ახლა, როცა საქმის მასალები გადაეცათ, რატომ აღარ ჩხავის თამარ ნავროზაშვილი „ნიაკო უდანაშაულოაო“? ან სად გაქრა ის ცირკაჩი ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი? ან თუნდაც წერა-კითხვის უცოდინარი ბებო და ბიძა, ლეკიშვილი-პატიეშვილის დაწერილი ტექსტი რომ აგვიპოსტა? ნია იმნაძეს კლინიკაში რომ ხელი სტკიოდა, ვითომდა ბორკილების დადებით, როგორ არის, მოიკითხეთ? ნია იმნაძის დაიკოს წინა კვირაში ფსიქოლოგიური პრანჭვები დაწყებია და ისიც მოიკითხეთ (ჰო, აი ის, ტელეფონით მშვიდად რომ იღებდა „ნიაკოს“ დაჭერას, დედის ისტერიკების და მამის მუქარების ფონზე, მეორე დღეს კი ტელეკამერების წინ იღერებდა ყელს).

მათ გასაგონად, ვინც ყველა ბრუნვაში და დროში ატრიალა: — „პოლიციამ მტკიცებულებების გარეშე, სპეცოპერაციით დააპატიმრა არასრულწლოვანი ღამის 11 საათზეო“, განვმარტავ: — პოლიცია მოსამართლის განჩინებით იმნაძის დასაჭერად მივიდა დაახლოებით 16:00 საათზე. არ გაუღეს კარი ადვოკატების გარეშე; პოლიცია მოთმინებით ელოდა ადვოკატებს დაახლოებით 6 საათი! (ადვოკატმა ლაივი ჩართო 22 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე, ანუ ღამის 10 საათზე და არა 11 საათზე, რაღაცები მაინც დაამთხვიეთ). აი, ვარდისფერი ბრჭყვიალა ბორკილები მართლა არ ჰქონდათ და ბოდიში „ნიაკოს“.

ბაბლმა რომ ძალიან არ ინერვიულოთ, ამასაც გეტყვით ბარემ: ნია იმნაძის დაჭერისას, როგორც კი ლეკიშვილმა ლაივი შეწყვიტა, თამარ ნავროზაშვილმაც ჩხავილი შეწყვიტა და წყნარ, მშვიდ გარემოში დააპატიმრეს „ნიაკო“. ისტერიულ კითხვაზე, თუ რატომ დაიჭირეს სახლში და არ დაიბარეს პოლიციაში, გიპასუხებთ: მას შემდეგ, რაც საქმე გადაეცა მკვლელობის განყოფილებას და გამოძიება მიმდინარეობს გენერალური და ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ, ნია იმნაძე იმდენჯერ დაიბარეს პოლიციაში, რომ სათვალავი მეც კი ამერია, მაგრამ არც ერთხელ არ მისულა („ფსიქოლოგიური პრანჭვები ემართებაო“ — ლეკიშვილმა). სასამართლოზეც კი იძულების წესით მიიყვანეს 7 მაისს და „გაიყვანეთ, ცუდად არ გახდესო!“ — ერთხმად აწიოკდნენ გიორგი ლეკიშვილი და ნასყიდაშვილის ადვოკატები.

ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი აღარ არის ქეთევან ვარდანაშვილი. ახალმა ადვოკატმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, რასაც კანონი არ უზღუდავს, მაგრამ ეკა კუპატაძე შვილის მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს (რით ვერ გაიგეს!). არადა, გახსოვთ ალბათ, ანასტასია ბერუაშვილის ოჯახი იყო ერთადერთი, ვისაც მოვუწოდე გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, ვინაიდან მაშინ მეგონა, რომ ის უბრალოდ რიკაძის შიშით დუმდა. ბერუაშვილის ოჯახისგან მივიღე შეურაცხმყოფელი უკუკავშირი.

მერაბ მალანიას ჰგონია მიმავიწყდა და აბრიალებს თვალებს: — „ჩემი ვაჟკაცი თავს დამნაშავედ არ ცნობსო“. არადა, მერაბ მალანიას ყველაზე მეტად უნდა, რომ მისი შვილი დამნაშავე იყოს, თანაც ამ მუხლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალექსანდრე გაბაშვილის და ნია იმნაძის მიერ ორგანიზებული და უფრო დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისთვის დასაჭერია მერაბ მალანია, მისი მეუღლე ვერიკო ქარჩავა და სხვანი. მერაბ მალანიავ, ალბათ არ დაგირეკეს, შენ აგონიაში ხარ და ვერ მიხვდებოდი, ჰოდა მე გეტყვი: — კვალში გიდგავარ(თ)!

და კიდევ, მერაბ მალანიამ რომ მხრები აიჩეჩა, რის საფუძველზე ამბობს პროკურორი, გიორგი მალანიამ იცოდა გიგა ავალიანის გადაადგილების მარშრუტიო, მე გეტყვით:

  1. გიორგი მალანიამ იცოდა, რომ გიგა ცხოვრობდა თემქაზე და სახლში მიდიოდა ფეხით!

  2. გიგა მოკლეს იმ სკოლის წინ, რომელიც დაამთავრა მერაბ მალანიამ და მამამისი, როლანდ მალანია იყო ისტორიის მასწავლებელი!

  3. ის უბანი ბრალდებული გიორგი მალანიასთვის მშობლიური უბანია!

და ბოლოს, ყველასთვის საინტერესო:

  • კითხვა I: ყველა დაიჭირეს? ჩემი პასუხი: არასრულწლოვნები — კი!

  • კითხვა II: გამოძიება გრძელდება? ჩემი პასუხი: კი!

  • კითხვა III: რაღას იძიებენ? ჩემი პასუხი: ოოოოოო!

P.S. არ ვჩანდი იმიტომ, რომ ჯერ ცუდად ვიყავი, მერე რაღაც სერიოზული საქმით ვიყავი დაკავებული. ამიტომ ვერ ვნახე მესიჯებიც; ერთი კვირაა დავიწყე გახსნა და ამ კვირაში ალბათ ყველას გიპასუხებთ. ათასობით სმს შემოვიდა თითო გვერდზე. სამყაროსხელა მადლობა ყველას! P.S.S. ლეგიტიმურმა კითხვებმა თუ შეგაწუხოთ, მომაკითხეთ, იმაზე მეტი რამე ვიცი, ვიდრე წარმოგიდგენიათ“, - წერს ეკა კუპატაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325