"მე ვარ გაზრდილი საქართველოში, ქართული ჩემთვის მშობლური ენაა" - flydubai-ს გმირის, ქართველი ებრაელი ექიმის ინტერვიუ

შოთა მუსაევი

ქართველი ებრაელი ექიმი - შოთა მუსაევი, რომელმაც Flydubai-ის რეისზე ინდოელი პილოტი გადაარჩინა, თვითმფრინავში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს „TV პირველისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღწერს:

კრიტიკული მომენტი და რეაგირება

„ჩვენ ჩინეთიდან დავბრუნდით დუბაიში, დუბაიდან ვბრუნდებოდით ისრაელში, გვქონდა ფრენა Flydubai-ით. დილის 08:20 საათი იყო, როდესაც ვიგრძენით თვითმფრინავის ძალიან მკვეთრი დაშვება და მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა. ამოვიღე კამერა და დავიწყე გადაღება. მივხვდი, რომ ეს სტანდარტული სიტუაცია არ იყო და ტერაქტი ხდებოდა.

ბავშვებმა ყვირილი დაიწყეს. იმ წუთებში ავდექი და პირდაპირ გავედი. არ ვიცოდი, რომ ექიმი სჭირდებოდათ, მაგრამ ვიცოდი, რომ დახმარება იყო საჭირო. ამ შემთხვევაში ვიცით, რომ თუ პილოტებს არ დაეხმარები, შეიძლება მთლიანი თვითმფრინავი დაიღუპოს. ეს გამოცდილება უკვე მთელ მსოფლიოს აქვს.

გავედი წინ და დავინახე, რომ ტერორისტი უკვე ძირს იყო დაგდებული. პილოტი ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი და იატაკზე ეგდო. პირველ რიგში, ტერორისტი დავაკავეთ, ხელები შევუკარით. ერთ-ერთი ჩვენგანი შევიდა კაბინაში, რადგან თვითმფრინავი ძალიან სწრაფად, 16 ათასი ფუტით დაეშვა, რის გამოც დაზიანება მიიღო. ეს მხოლოდ მოგვიანებით გავარკვიეთ — უკანა ფრთა იყო მთლიანად დაზიანებული“.

ბრძოლა ინდოელი პილოტის სიცოცხლისთვის

„შემდეგ ვნახეთ, რომ დაჭრილი პილოტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დავიწყე მისი რეანიმირება, سისხლის გაჩერება და სტაბილიზაცია. იმის გამო, რომ ის ძირს ეგდო და თავით კარადებს ებჯინებოდა, კარადებს ვერ ვხსნიდით, რომ იქიდან პირველადი დახმარების საშუალებები აგვეღო. ამიტომ, რაც ხელში გვქონდა, იმით შევაჩერეთ სისხლი. ხელი ჰქონდა ორად გაყოფილი, თავიც გახსნილი ჰქონდა და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. 50 წუთის განმავლობაში ვიყავი მასთან კონტაქტზე — გვეხვეწებოდა, რომ გადაგვერჩინა და ამბობდა, რომ სიკვდილი არ სურდა.

ტერორისტი კი ხმას არ იღებდა — საუბარი მაქვს მეორე პილოტზე. მე ვინც გადავარჩინე, ეს არის ინდოელი პილოტი. ასევე გვეხმარებოდნენ სტიუარდესებიც“.

უსაფრთხოების ზომები და დამატებითი პილოტები

„ეჭვი გვეპარებოდა, რომ შეიძლებოდა ტერორისტი მარტო არ ყოფილიყო. ამიტომ თვითმფრინავში ხალხი გავფანტეთ, რომ თუ რაიმე მოხდებოდა, სიტუაცია ხელში აგვეღო. ასევე გაგვიმართლა, რომ ბორტზე იყო კიდევ ორი დამატებითი პილოტი. პრინციპში, ისინი ბორტზე სამუშაოდ არ უნდა ყოფილიყვნენ — რიგითი მგზავრებივით მგზავრობდნენ. რამდენიმე წუთში შევიდნენ კაბინაში და სიტუაცია ხელში აიღეს. თვითმფრინავმა იმდენად სწრაფად დაკარგა სიმაღლე, რომ უკანა ფრთა, ფაქტობრივად, ნახევარზე იყო გატეხილი.

მე გადავიღე ვიდეო, სადაც ვამბობ — და ჩემს მეუღლესაც ვუთხარი — თუ ვერ დავეშვით, ხალხს ეცოდინება, რაც მოხდა-თქო.

მიზანი ალბათ თვითმფრინავის გატაცება და, როგორც 11 სექტემბერს მოხდა, მსგავსი რამის გაკეთება იყო. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ერთი ტერორისტის გამო რამდენი ადამიანი შეიძლება დაღუპულიყო. იქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც დღეს შეიძლება ცოცხლები არ ყოფილიყვნენ.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ გმირები, მაგრამ ჩვენს ადგილას ყველა იგივეს გააკეთებდა, რადგან ეს იყო ბრძოლა სიცოცხლისთვის.

სანამ ახალი თვითმფრინავი არ გასინჯეს, პილოტები და სტიუარდესები არ შეამოწმეს, მანამდე არ გამოვფრინდით — ყველაში ეჭვი გვეპარებოდა. ბავშვებს ისე ეშინოდათ, რომ ახალ თვითმფრინავში ასვლა არ უნდოდათ, შოკში იყვნენ და ტიროდნენ“.

შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და მომხდარის შეფასება

„ეს სამადლობელი ხასიათის შეხვედრა იყო. ასევე შემოგვთავაზა, რომ რომელიმე დღესასწაულზე ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ისრაელი. მანაც აღნიშნა, რომ ამ თვითმფრინავის დაღუპვით, ალბათ, ახალი ომი დაიწყებოდა.

გამოძიება, ალბათ, ყველაფერს დაადგენს, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს იყო ტერორისტული აქტი. როდესაც შენს ხელში 175 ადამიანია, მათ შორის ბავშვები, იქ არ არის ადგილი, სადაც შეიძლება შენი პირადული გაარკვიო. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ფაქტი, როდესაც ერთმა ადამიანმა მეორე დაჩეხა“.

კავშირი საქართველოსთან

„ერთ რამეს ვიტყვი: მამაჩემი საქართველოში ძალიან ცნობილი კარდიოლოგი იყო, რომელმაც თავის დროზე ბევრი ხალხი გადაარჩინა. ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. მე თვითონ სტომატოლოგი ვარ და საქართველოში ვარ გაზრდილი. ქართული ენა ჩემია, ძალიან მიყვარხართ. ყოველთვის იყო ჩვენ შორის დიდი ძმობა და იმედი მაქვს, ეს გაგრძელდება“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325