“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა მშვიდობა… მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც” – ილია მეორე
საზოგადოება • 1746857382

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს. ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.
თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები… და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.
დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.
ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე ავიდა. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.
ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.
„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).
ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიტპატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა, თორნიკე ცხადაძე პოლიტპატიმრების ნაწილის სახელით გავრცელებულ წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოჯახები ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საღამოს ერთობლივ განცხადებას...
პოლიტიკა • 1747830139

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი თბილისში სამუშო ვიზიტით მყოფ ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1747830021

თიბისი კონცეპტი, Oktopus-თან პარტნიორობის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას გაწევრიანდეთ Runners Club-ში. Runners Club-ი თიბისი კონცეპტის და Oktopus-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც ყოველ კვირა დღეს, ს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1747829899

გივი თარგამაძე: ეს პორტნოვია, იანუკოვიჩის თანაშემწე. ის იყო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების არქიტექტორი. ის ცვლიდა საკანონმდებლო ბაზას ისე, რომ ოპონენტთა დევნა სულ უფრო გააფთრებული ყოფილ...
სოცმედია • 1747827953

სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წამართვეს - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარ...
პოლიტიკა • 1747827635

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი, მადრიდთან ახლოს მოკლეს. მედიის ცნობით, პორტნოვს გულმკერდის არეში ოთხი, თავის არეში კი ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მ...
მსოფლიო • 1747827507