"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს... ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი, აწ უკვე მოსაყდრე“ - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
საზოგადოება • 1778062443
"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს ეკლესიას დაეტოვებინა მსოფლიო ეკლესიათა საბჭო. ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი, აწ უკვე მოსაყდრე. როგორც ჩანს რუსეთმა, თავის ტროას ცხენი, უფრო ახლოს შეუშვა საპატრიარქოში და მოსაყდრედ დანიშნა, ამიტომაც მოხდა ის, რომ საქართველოს ეკლესია არ წავიდა კრეტის კრებაზე, მოსაყდრე შიოს, მიტროპოლიტ თეოდორე და გერასიმეს დიდი მონდომებით. ასევე მოსაყდრის საპატრიარქო კანდიდატად არჩევისთანავე, მის განცხადებულად მხარდამჭერი მიტროპოლიტი სტეფანე, სასწრაფოდ გამოვიდა პალიტრა ნიუსის ეთერში და მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მიცემა დაგმო, მსოფლიო პატრიარქი დააკნინა და თქვა ის არისო კოსტანტინოპოლის და არა მსოფლიო პატრიარქი,ჩვენი ეკლესია მას მსოფლიო პატრიარქად არასოდეს ცნობდაო, რაც არის დიდი ტყუილი და მკრეხელობა. მეუფე შიო თუ პატრიარქი გახდა საქართველოს ეკლესია გახდება რუსეთის ეკლესიის დანამატი, ამიტომაც ამბობს მეუფე ზენონი, რომ მეუფე შიოს პატრიარქობა საშიშია. მე ჩემისმხრივ დავამატებდი, არა თუ საშიშია, არამედ ჩვენი ეკლესიის კატასტროფა და სისხლით და ოფლით მოპოვებული დამოუკიდებლობის განადგურებაა.მადლობა მეუფე ზენონს, და იმედი მაქვს სხვა მღვდელმთავრებიც არ დაუშვებენ ჩვენი ეკლესიის დაღუპვას და მოსაყდრე შიოს, რომელიც არის რუსეთის ეკლესიის მეხოტბე, არ გააპატრიარქებენ" | წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში და მეუფე ზენონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის"
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








