„მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, იმ ოჯახებს, ვინც ავარიულ კორპუსებში  ცხოვრობს - იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას“ - კახა კალაძე

საზოგადოება 1695131469    93

კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში დაწყებულ მორიგ პროექტს გაეცნო. სამგორის რაიონში, კერძოდ კალოუბნის N18-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და 30 თვეში, ამჟამად ქირით უზრუნველყოფილი 29 ოჯახი ახალაშენებულ სახლში, გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება.

 

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ და კონკრეტული პროექტის დეტალები.

 

„დედაქალაქში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო - ავარიული კორპუსების ჩანაცვლება.  ძალიან მიხარია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და მოსახლეობასთან შეთანხმება. ამ კონკრეტულ  პროექტს შეგვიძლია დავარქვათ საპილოტე, თუმცა ეს არ არის პირველი პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დაკმაყოფილებული იქნება, დაახლოებით, 29 ოჯახი, რომელიც დღეს ქირითაა უზრუნველყოფილი მერიის მიერ. უკვე 30 თვეში მათ ჩაბარდებათ ახალაშენებული კორპუსი, ქართული არქიტექტურით, მათი საცხოვრებელი ფართები იქნება გარემონტებული და ყოველმხრივ მოწესრიგებული.

 

მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, იმ ოჯახებს, ვინც ავარიულ კორპუსებში  ცხოვრობს - იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია ზედმეტი ფართების მოთხოვნის შემთხვევები, რის  გამოც იბლოკება ბევრი პროექტი. სამწუხაროდ, მერიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანი, პირობითად, ცხოვრობს 50 კვადრატულ მეტრ ფართში, მივცეთ 70 ან მეტი. რა ფართისაცაა თქვენი ბინა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ იგივე ფართი გადმოგცეთ, იმ განსხვავებით, რომ ის იქნება ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში  და გარემონტებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

აღნიშნულ პროექტს ტენდერით გამოვლენილი სამშენებლო კომპანია - შპს ,,ბი ქეი ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. სატენდერო პირობების მიხედვით, არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად აღნიშნულ მისამართზე მრავალბინიანი 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, რომლის  არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „ტასჰაბის“ მიერ.

 

პროექტი ითვალისწინებს 7880 კვ. მ ფართის აშენებას, ხოლო სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 7 მლნ 336 ათას 116 ლარი.

 

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ემიგრანტი ნეაპოლი
სასიხარულო ამბავი - ნეაპოლში გაუჩინარებული ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული, 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “ვიპოვეთ მადლობა და დიდება უფალს პირველ რიგში, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თქვენ ა...

სოცმედია 1696019100

მოროშკინა
"ძალიან მაგრად მუშაობს სუსი! არ აგარევინებთ, არა!" – რას წერს ლალი მოროშკინა

“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ! მადლობა ბიჭებო! ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი! არ აგარევინებთ,არა!!!! ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!” წერს ლალი მოროშკინა.

სოცმედია 1696018800

მეგი გოცირიძე
"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში..." - რას წერს მეგი გოცირიძე

"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში - 9 წელი სად იყავით სისხლისმსმელი ნაცები და თქვენი სააკაშვილიო და პასუხი დავაკოპირე: ----სად ვიყავით და სახელმწიფოს ვაშენებდით, მიშას ვედექით გვერდი...

სოცმედია 1696018500

მამა თეიმურაზი
"რეანიმაციაში იმყოფება... გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ" - რა ინფორმაცია ვრცელდება მამა თეიმურაზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. "უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მ...

საზოგადოება 1696018200

სურამელაშვილი
"ჩემი კოცნები დამიბრუნე, 8 წლის განმავლობაში რომ გკოცნიდი..." - გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილმა ყოფილ შეყვარებულს მორიგი მიმართვა მიუძღვნა.   @giasuramelashvili0 #ფორიუზეა? #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili

სოცმედია 1696017900

მტვერი
"უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია..." - რა ვიდეოს ავრცელებს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"#სუფთაჰაერიჩემიუფლებაა უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია ჭავჭავაძის 47 ნომერი, სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია" წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლაცს" და ვიდეოს ავრცელებს.

სოცმედია 1696017300