„მივდივართ იმაზე უარესი ავტორიტარიზმისკენ, ვიდრე არის“ - დავით ბეშიტაშვილი
საზოგადოება • 1736504671
მსახიობი დავით ბეშიტაშვილი, რომელიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრებს გულშემატკივრობს, ამბობს, რომ ხელისუფლება იმაზე უფრო უარესი ავტორიტარიზმისკენ მიდის, ვიდრე არის. მისი თქმით, ქვეყანა ფაქტობრივად, ბელორუსია ხდება, თუმცა "ოცნებას" თავის გადარჩენის შანსი კიდევ აქვს.
მსახიობი მიიჩნევს, რომ "ოცნების" ყველაზე ღირსეული წასვლა მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.
ყველა ნიშნებია აბსოლუტურად იმის, რომ მივდივართ იმაზე უარესი ავტორიტარიზმისკენ, ვიდრე არის ანუ ავხდებით ნელ-ნელა ბელორუსია. შანსი ჯერ კიდევ აქვთ იმის, რომ ცოტა ღირსება შეინარჩუნონ და ისე წავიდნენ ხელისუფლებიდან. ანუ ახალი არჩევნები ყველაზე უფრო ღირსეული წასვლა იქნება, - ამბობს დავით ბეშტაშვილი.შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი იწყება. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












