მოკლე პრაქტიკული გზამკვლევი მეორადი მანქანისთვის ავტოსესხის ასაღებად
საზოგადოება • 1786001784
მეორადი ავტომობილის შეძენა საქართველოში ბევრისთვის პრაქტიკული და ეკონომიური გადაწყვეტილებაა. მეორადი მანქანა ხშირად უფრო ხელმისაწვდომია, რაც მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას სასურველი ავტომობილი ეტაპობრივი გადახდით შეიძინოს.
თუმცა, იმისთვის, რომ მანქანის შეძენა დაფინანსებით უპრობლემოდ შეძლო. აუცილებლად უნდა დააზუსტო შესაძლო თანმდევი ხარჯები.
როცა მეორად ავტომობილს ავტო იმპორტიორისგან ყიდულობ
როგორც წესი, მეორადი მანქანის ყიდვის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გზა დიდი ავტო იმპორტიორისგან შეძენაა. თუ მანქანას რეგისტრირებული კომპანია (შპს/ი.მ.), ყიდის და შესაბამის ინვოისს წერს, ბანკი ამას დაახლოებით ისევე აღიქვამს როგორც ოფიციალური დილერისგან ან ავტოსალონისგან ყიდვას.
მსგავსი ავტო იმპორტიორის შემოყვანილ ავტომობილებს, როგორც წესი, უკვე მოწესრიგებული აქვს დოკუმენტაცია და ტექპასპორტი, ამიტომ შენ მხოლოდ სასურველი მოდელის შერჩევა გჭირდება - დანარჩენს კი კრედო ბანკის ავტო სესხით მარტივად მოაგვარებ. ინვოისის საფუძველზე ბანკი, როგორც წესი, პირდაპირ კომპანიის ანგარიშზე რიცხავს თანხას.
რა შეზღუდვები მოქმედებს მეორადი მანქანის შეძენისას?
იურიდიული კუთხით ახალი და მეორადი მანქანის შეძენას შორის ოფიციალური სხვაობა არ არსებობს - ორივე შემთხვევაში ერთნაირი დოკუმენტების ჩამონათვალია საჭირო. შეზღუდვები, როგორც წესი, კონკრეტულად ფინანსური ინსტიტუტებიდან მოდის.
კრედო ბანკის ავტოსესხი მეორადი მანქანის შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ, რომ არჩევანში არ გზღუდავს. ავტომობილი ახალია თუ მეორადი, დაფინანსების პირობებზე ეს გავლენას არ ახდენს. ერთადერთი მოთხოვნაა, მანქანას ჰქონდეს მოქმედი ტექპასპორტი საბაზისო მონაცემებით, რათა ყიდვა-გაყიდვის პროცესი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართოს.
როგორ უნდა აიღო კრედო ბანკის ავტოსესხი მეორადი მანქანისთვის:
მეორადი მანქანისთვის ავტოსესხის ასაღებად მხოლოდ შენი პირადობის მოწმობა და ავტომობილის ტექპასპორტი დაგჭირდება.
განაცხადის შევსება რამდენიმე არხით შეგიძლია. ყველაზე მოხერხებული და სწრაფი Mycredo ინტერნეტ და მობაილ ბანკია, სადაც სულ რამდენიმე წუთში შეავსებ განაცხადს. თუმცა, თუ დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურს, შეგიძლია დაუკავშირდე გუნდის წარმომადგენელს *4242 ნომერზე ან ეწვიო ნებისმიერ სერვისცენტრს. განაცხადის მიღების შემდეგ, კრედო ბანკი მაშინვე დაიწყებს მის დამუშავებას - დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხას იმავე დღეს მიიღებ.
კარგი იქნება სანამ განაცხადს შეავსებ, კრედო ბანკის ავტო სესხის კალკულატორით ისარგებლო. ასე უფრო მარტივად განსაზღვრავ რა რაოდენობის თანხა გჭირდება ავტოსესხისთვის და რამდენი ხნით იღებ სესხს. ავტო სესხის კალკულატორი დაგეხმარება მარტივად განსაზღვრო, რა ოდენობის ყოველთვიური შენატანია შენთვის კომფორტული და რა გრაფიკით შეძლებ სესხის დაფარვას.
მანქანა შესყიდვის მომენტიდანვე შენს საკუთრებაში გადმოდის. მართალია ვალდებულების დაფარვამდე ის სესხის გარანტიად რჩება, მაგრამ შენ სრულუფლებიანი მფლობელი ხარ და დამოუკიდებლად წყვეტ როგორ და რა დატვირთვით გამოიყენებ.
თუ შემიძლია ავტო სესხის აღება როცა ავტომობილს კერძო პირისგან ვყიდულობ?
ბევრი ფიქრობს, რომ ბანკის ავტო სესხი მხოლოდ იმ მანქანებზე ვრცელდება, რომელსაც ავტოსალონში ან იმპორტიორისგან ყიდულობენ. რეალურად, თანამედროვე საბანკო პროდუქტები ძალიან მოქნილია და კერძო პირების შეთავაზებებზეც ვრცელდება.
კონკრეტულად კრედო ბანკი მეორადი ავტომობილის შეძენას კერძო მესაკუთრისგან უპრობლემოდ აფინანსებს. დაფინანსების პროცესი სალონიდან მანქანის ყიდვის იდენტურია და, ხშირ შემთხვევაში, თანხას იმავე დღეს იღებ.
მთავარია, ორივე მხარემ - გამყიდველმაც და მყიდველმაც - სწორად გაიაროთ იურიდიული ფორმალობები, მნიშვნელოვანია გამყიდველმა წინასწარ გაარკვიოს ეხება თუ არა მას ავტო სესხის დამატებითი ხარჯები, მაგალითად ავტომობილის გადაფორმების საფასური.
რა საკომისიოები უნდა გაითვალისწინო მეორადი მანქანისთვის ავტოსესხის აღებისას?
მეორადი მანქანის სესხი განსაზღვრული ხარჯების გარდა შესაძლოა მოიცავდეს დამატებით გადასახადებსაც, რომლებიც ცალკე ანგარიშდება.
ნებისმიერ სანდო ფინანსურ დაწესებულებაში ავტო სესხთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გამჭვირვალედ არის გაწერილი პირობებში. მთავარია გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალურად გაეცნო კონტრაქტს. საჭირობის შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლია მიმართო სესხის ოფიცერს და სთხოვო დაგეხმაროს სრული თანხის დაანგარიშებაში, ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
- სესხის გაცემის საკომისიო: როგორც წესი, სესხის თანხის გარკვეული პროცენტს წარმოადგენს, რომელსაც უხდი საფინანსო ორგანიზაციას, რათა მის მიერ სესხის გასაცემად გაწეული ფინანსური ხარჯი აანაზღაურო.
- მონიტორინგის და ანგარიშის მომსახურების საფასური: მცირე, თუმცა ყოველთვიური ხარჯი, ორგანიზაციის მიერ შენს სესხში ჩადებული რესურსებისთვის.
- ავტო დაზღვევა სესხისას: ავტო სესხთან ერთად ბანკები ხშირად პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების ავტო დაზღვევის პაკეტებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს. ავტო დაზღვევა მძღოლებს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაცვაში ეხმარება. ავტოდაზღვევის პაკეტებს ბანკის პარტნიორი სადაზღვევო კომპანია გთავაზობს. ვინაიდან გზაზე რისკების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, ავტოდაზღვევა მფლობელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმია. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია წინასწარ გაეცნო სადაზღვევო პაკეტის პირობებს, დაფარვებს და მის გავლენას ყოველთვიურ შენატანზე.
კრედო ბანკის ავტო სესხით მეორადი მანქანის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაა სასურველი ავტომობილის საჭესთან დასაჯდომად. კრედო ბანკისთვის სულ ერთია, ავტომობილს სალონში ყიდულობ თუ კერძო პირისგან - ამ კუთხით საერთოდ არ ხარ შეზღუდული. თუ ავტოსესხი დადასტურდა - საჭირო თანხას იმავე დღეს მიიღებ.
განაცხადის შევსებას Mycredo მობაილ ბანკში მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა, თუ პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ან სესხის ოფიცერთან გასაუბრება გსურს, შეგიძლია კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს ეწვიო.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










