მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა

ლეილა ძიბრაშვილი

გარდაიცვალა მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი. იგი მოღვაწეობდა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1965 წლის შემდეგ მსახიობმა მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში განაგრძო.

ლეილა ძიგრაშვილი აქტიურად მოღვაწეობდა კინემატოგრაფიაში, გადაღებულია რამდენიმე ფილმშიც.

საზოგადოებისთვის უცნობია, რომ მსახიობს გახმოვა­ნებული აქვს უამრავიფილმი. მათ შორის, არიადნა შენგელაიას პერსონაჟი ფილმიდან “შერეკილები”, მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი “წარსული ზაფხულიდან”, სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი ფილმიდან “ჩვენი ეზო”, “დიმიტრი თავდადებულში” ლიანა ასათიანის გმირი და ა.შ.

ლეილა ძიგრაშვილი: – ორი შვილი მყავდა და ისინი სწორედ იმ სამსახურის წყალობითა და ხელფასით გავზარდე, რასაც გახმოვანებაში ვიღებდი. ლაშა მეცნიერი იყო, სოციოლოგი და სულ წიგნები სჭირდებოდა. მამუკა მსახიობი…

ქალბატონი ლეილას უმცროსი შვილი იყო ცნობილი მსახიობი, მამუკა კიკალეიშვილი. სამწუხაროდ, მსახიობი ორივე შვილის სიკვდილს მოესწრო…

თეატრის კრიტიკოსი ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლოზ წულუკიძე: – წავიდა ლეილა თავის შვილებთან…

ქართული თეატრის გამორჩეული არტისტი და ბრწყინვალე მკითხველი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა.

არ დარჩენილა ქართულ კინოში ქალი, როლმელიც ლეილას არ გაეხმოვანებინოს. მიხარია, რომ შევძელი და გავაკეთე მისი ხუთი საღამო და მაყურებელს გავაგებინეთ, როგორი განუმეორებელი მკითხველი იყო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოდის. სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი...

პოლიტიკა 1632769234

მოსმენები
უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ - Edison Research

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.  კითხვას - "თქვენი აზრ...

პოლიტიკა 1632767217

ნაცები
გახარიას ამომრჩეველმა შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭიროს

"კვლევა ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციები განიცდის დეგრადაციას"- ასეთია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასება Edison Risearch-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების კვლევების შედეგებთნ დაკავშირებით,...

პოლიტიკა 1632766276

მდინარაძე
"არ მგონია სერიოზული იყოს.." - მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე,  Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კვლევა "სერიოზული არ ჰგონია". მდინარაძემ თქვა, რომ მას თბილისში პირველივე ტურში...

პოლიტიკა 1632765667

გახარია მელია კალაძე
მელია 46%, გახარია 49%, კალაძე 55% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ. კალაძეს მოსახლეობის 55% "პ...

პოლიტიკა 1632765329

კვლევა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ გუნდს არას ეუბნება - Edison Researc-ის კვლევა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Edison Reswarc-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგების გარდა, ძალიან საინტერესო აღმოჩენაა ის მო...

პოლიტიკა 1632764855