მუნიციპალურმა ინსპექციამ აეროპორტის მიმდებარედ უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა
საზოგადოება • 1741765677
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად განაგრძობს უკანონოდ მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე განხორციელებული მშენებლობების მონიტორინგსა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მიწების მასშტაბურად დაკავება-მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროდრომის შეზღუდვის არეალში, განსაკუთრებული რეგულირების ზონაში გამოვლინდა.
„როგორც გახსოვთ, იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მიწებზე ხდებოდა უნებართვო შენობა-ნაგებობების განთავსება, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იმ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და აქვთ უსახლკაროს სტატუსი, გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს. სახელმწიფო მიწების მითვისება და მასზე უკანონო მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავაფიქსირეთ შემთხვევები და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ძირითადად ამ ფაქტების უკან იდგნენ ადამიანები, რომელთაც ბიზნესები აქვთ ქალაქში, ფლობენ რამდენიმე საცხოვრებელ ბინას, რეგიონებში ძალიან დიდი ტერიტორიებს. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გაჭირვებულ ოჯახებს იყენებდნენ ფარად ასეთი ადამიანები. შესაბამისად, ის დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები მოხდეს, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გამოვლენილ კანონდარღვევას, თბილისის მერის თქმით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს: ამას აქვს თავისი წესი, განსაზღვრულია კანონით, შესაბამისი რეგულაციებით - შეგიძლიათ, დაწეროთ განცხადება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში, გაიაროთ ყველა შესაბამისი საფეხური და თუ ექვემდებარებით საცხოვრებლის მიღებას, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი გადმოგცემთ, მაგრამ სახელმწიფო მიწების მიტაცება კატეგორიულად მიუღებელია. ამას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...
პოლიტიკა • 1776398675
„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...
პოლიტიკა • 1776398624
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...
პოლიტიკა • 1776398354
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერ...
პოლიტიკა • 1776398301












