N310 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

18 მეტრიანი ავტო

7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი  19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ცვლილება შეეხება აღნიშნული მარშრუტის სამოძრაო სქემასაც, რის შედეგადაც, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლები პირდაპირ დაუკავშირდებიან საბურთალოს. 

 

„7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი  19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება. ავტობუსები მგზავრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მოემსახურებიან არსებული სქემით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ ორთაჭალის მიმართულებით,  მეტროსადგურების - „ისნისა“ და „სამგორის“ გავლით დაუკავშირდება ჯავახეთის ქუჩას და მოემსახურება ვარკეთილის დასახლებას სუხიშვილის, თაყაიშვილის და კუპრაძის ქუჩების გავლით. აღნიშნული ცვლილებით, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საბურთალოსთან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძის თქმით, N310 მარშრუტის მსგავსად, N309 მარშრუტიც დაგრძელდება.

 

„გარდა ამისა, N309 მარშრუტი, რომელიც ამჟამად მოძრაობს ვარკეთილის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩამდე, გაგრძელდება ვაკეში, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით და მოძრაობას დაამთავრებს კუს ტბის გადასახვევის მიმდებარედ. აღნიშნულ მარშრუტზე ჩართულია  13 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი და დაემატება კიდევ 2 ერთეული. ცვლილების შედეგად, ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაუკავშირდება ვაკეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაქარაშვილი კესო
„მომცა 11 ტრანსი გოგოს მისამართი და ფული.. ჩემზე ათას ჭორს ავრცელებენ და შეიძლება არც აიღონ დახმარება, არადა სახლში არიან გამოკეტილები, ძალიან უჭირთო“ - გიგა მაქარაშვილი კესარია აბრამიძეზე

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება კესარია აბრამიძის მკვლელობას და მისი ქველმოქმედების ისტორიას იხსენებს. „არ მეგონა თუ მომიწევდა ამის დაწერა, მაგრამ კესო აღარაა და ვთვლი, რომ უნდა ი...

სოცმედია 1726760721

კორტნი.PNG
„ეს სანქციები გაფრთხილებაა, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება" - კორტნი

"გარკვეულწილად, ეს [სანქციები] გაფრთხილებაა, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ...

პოლიტიკა 1726759785

კესარია აბრამიძე
იყო თუ არა შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება - ადვოკატი სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს

იყო თუ არა შესაძლებელი კიდევ ერთი ტრაგედიის თავიდან აცილება? - "უფლებები საქართველოს" ადვოკატი სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ტრანსგენდერი ქალი ჯერ კიდევ თვეების წინ...

კრიმინალი 1726758652

ხუხაშვილი
“ახლა ვერ შეძლეს, პოსტსაარჩევნოდ შეძლებენ“ - გია ხუხაშვილი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე

ექსპერტი, გია ხუხაშვილი გახარია-ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებების ჩაშლაში დრამატულს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა, მათ გაერთიანება პოსტ-საარჩევნოდ შეძლონ. ხუხაშვილი აცხადებს,  რომ “ახლა მთავარ...

პოლიტიკა 1726758559

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 21 სექტემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნა...

საზოგადოება 1726756248

თაობა საქბანკი
საქართველოს ბანკი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ „თაობის“ მხარდამჭერია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 20-26 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ეროვნული სასახლის, ასევე კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალზე  31...

ბიზნესი & ეკონომიკა 1726755930