NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
საზოგადოება • 1790946924
1-ელ ოქტომბერს საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXT-მა „ქართული ფილმის“ კინოსტუდიის ისტორიულ პავილიონში დახურულ საღამოს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული ხაზის ორი ახალი მასშტაბური პროექტი, Cinema City და NEU Tbilisi ოფიციალურად წარადგინა.
მასშტაბური ღონისძიება გამორჩეული, თეატრალიზებული ფორმატით გაიმართა. საღამოს სხვადასხვა სფეროს მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის: ბიზნეს სექტორის ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და ცნობილი ქართველი მსახიობები.
NEXT-ის წარმომადგენლების თქმით პრეზენტაციის განსხვავებული ფორმა და შემოქმედებითი მიდგომები პროექტების ხასიათიდან გამომდინარე შეირჩა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თეატრალურ პერფორმანსებს და მუსიკალურ ნაწილს.

ცნობილი მსახიობების მონაწილეობით გაცოცხლდა სცენები ქართული ფილმების ოქროს ფონდიდან და NEU თბილისის ისტორიიდან, რამაც წარსულსა და თანამედროვეობას შორის უნიკალური კავშირი წარმოაჩინა. გამორჩეულად საინტერესო იყო მუსიკალური ნაწილი – ნიკა ნიკვაშვილის ორკესტრისა და ნატალიკო ქუთათელაძის მიერ შესრულებული კომპოზიციები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება გამოიწვია.
საღამოს კულმინაცია NEXT-ის ახალი ხაზის პრეზენტაცია გახლდათ – ეს არის მსოფლიო უძრავი ქონების სფეროში მოწინავე მიმართულება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციით შთაგონებულ პროექტებს გულისხმობს და მიზნად დედაქალაქის კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას ისახავს.

Cinema City-ისა და NEU Tbilisi-ის კონცეფცია სტუმრებს დეტალურად გააცნეს არჩილ სოლოღაშვილმა და გვანცა დარასელიამ. მათ მაყურებელს ამ სივრცეების ისტორია, არქიტექტურული ხედვა და განვითარების მიმართულებები გააცნეს.
Cinema City კინოსტუდიის უნიკალურ მემკვიდრეობას თანამედროვე საცხოვრებელ სივრცესთან და ქალაქის ახალ მიზიდულობის ცენტრთან აერთიანებს, ხოლო NEU Tbilisi მომავლის ურბანული განვითარების ხედვას რეალობად აქცევს ჩუღურეთის ისტორიულ გარემოში.

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ასევე მიმდინარეობდა ფილარმონიის დიდ ეკრანზე, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თვალი ედევნებინათ ღონისძიების მიმდინარეობისთვის ცოცხალ რეჟიმში.

ღონისძიების დასასრულს, კომპანიამ მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა: პროექტ NEU Tbilisi-ს წინასწარი გაყიდვები უკვე ოფიციალურად დაიწყო. სპეციალური პირობებითა და შეთავაზებით ამჟამად მხოლოდ 26 აპარტამენტია გამოტანილი.
აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა NEXT-ის, როგორც გლობალური ბრენდის ფილოსოფია – ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე სივრცეების თანამედროვე ცხოვრებაში ორგანულად ინტეგრირება და ქალაქის მომავლის შექმნა წარსულისადმი პატივისცემით.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









