"ნუ დაანგრევთ"- იტალიური სტუდიო Fuksas რიყის დოქებთან დაკავშირებით, თბილისის მერიასა და შენობის მფლობელებს მიმართავს
საზოგადოება • 1784229780
იტალიური არქიტექტურული სტუდია Fuksas-ი თბილისში, რიყის პარკში მდებარე საკონცერტო დარბაზის (ე.წ. „რიყის დოქების“) დემონტაჟის სასწრაფოდ შეჩერებას და შენობისთვის ახალი, ალტერნატიული ფუნქციის მოძებნას ითხოვს.
გამოცემა Dezeen-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში სტუდია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ შეეცადა თბილისის მერიასა და შენობის მფლობელებთან დაკავშირებას, თუმცა პასუხი ვერავისგან მიიღო.
„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი სტუდია მუდმივად სთავაზობდა თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებას, რათა ერთად მოგვეძებნა ისეთი გამოსავალი, რომელიც ამ სიმბოლურ ნაგებობას შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს. გვინდოდა თავიდან აგვეცილებინა ნაჩქარევი და შეუქცევადი ნგრევა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს წინადადებებს არავინ გამოხმაურებია“, — აცხადებენ არქიტექტორები.
ცნობილი არქიტექტორები და სტუდიის დამფუძნებლები, მასიმილიანო და დორიანა ფუქსასები, შენობის მფლობელს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ. მანამდე ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ რიყის პარკში მდებარე საკონცერტო დარბაზის დემონტაჟის ნებართვა გასცა.
ეს უნიკალური ფორმის შენობა 2010–2012 წლებში აშენდა, თუმცა საზოგადოებისთვის დღემდე არ გახსნილა. 15-წლიანი უფუნქციობის შემდეგ კი, მას ახლა დანგრევა ემუქრება. ნაგებობა თავდაპირველად თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი მშენებლობა დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაჯდა. 2022 წელს ის 10 მილიონ ევროდ კერძო მფლობელზე გაიყიდა. სტუდიო Fuksas-ის განცხადებით, შენობის დემონტაჟისთვისაც კი დამატებითი საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა იქნება საჭირო.
„საერთაშორისოდ აღიარებული და დაჯილდოებული არქიტექტურული ნიმუშის დაკარგვა ჩვენი კულტურისთვის დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თანაც, ეს შენობა ხალხის ფულით აშენდა და მისი დანგრევაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ მისი ხელახლა გამოყენებისა და რეაბილიტაციის პოტენციალზე.
ამ დარბაზის ნგრევა ნიშნავს, რომ თბილისი უარს ამბობს უნიკალურ კულტურულ აქტივზე — კლასიკური მუსიკის დარბაზსა და თანამედროვე ხელოვნების დიდ სივრცეზე, რომელიც სრული განახლების შემთხვევაში მომავალ თაობებს კიდევ დიდხანს გამოადგებოდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
არქიტექტორები მწვავედ აკრიტიკებენ როგორც შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას, ისე მერიისა და მფლობელების მხრიდან კომუნიკაციის სრულ არარსებობას. ამ ეტაპზე უცნობია, რა იგეგმება მის ადგილას, თუმცა მანამდე ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა განიხილებოდა.
„ჩვენი 60-წლიანი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში პირველად ხდება, როდესაც ჩვენს პროექტს ისე ანგრევენ, რომ ალტერნატივების განსახილველად ერთხელაც არ დაგვკავშირებიან. მიუხედავად ჩვენი მზაობისა, არც სახელმწიფო უწყებებს და არც სხვა დაინტერესებულ პირებს ჩვენთან დიალოგი არ უცდიათ. სტუდიო Fuksas-ი კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც ნგრევას, ისე ამ საკითხზე ღია დისკუსიის არარსებობას.
თბილისს ჯერ კიდევ აქვს შანსი, დაუსრულებელი პროექტი განახლების, ინოვაციისა და საერთაშორისო ღიაობის სიმბოლოდ აქციოს. ნუ გავუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან“, — აცხადებენ არქიტექტორები.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










