ნუცა მაღლაკელიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ნუცა მაღლაკელიძე

 ნუცა მაღლაკელიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი გოგოს მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ნუცა მძიმე სენს ებრძოდა. ახალგაზრდა ქალს 9 თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

“რამდენ ტკივილს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?დღეს, ჩემი ბავშვობა დავკარგე, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი დავკარგეე!!!!!

არ მჯერაააა, არ მინდა დავიჯერო რომ ყველაზე მხიარული ადამიანი გარდაიცვალა!

განადგურებული ვარ, მტკივაა, საშინლად მტკივა…

ერთმანეთს დავპირდით, თუ ამ საშინელ დაავადებას დააამარცხებდა, ორჯერ აღვნიშნავდით ხოლმე ნინოს დაბადებას.

რამდენიმე დღის წინაც ამაზე ვსაუბრობდით. გვინდოდა ერთად კიდევ ბევრი მხიარული, გიჟური დღე გვქონოდა, როგორც ადრე.

ერთი წამით არასოდეს გამივლია, რომ ის ვერ შეძლებდა და ვერ გადაიტანდა ამ ყველაფერს… იმდენად ძლიერი იყო, ისე იბრძოდაა….

ვზივარ გაშეშებული, გაქვავებული და ვიხსენებ კადრებს ბავშვობიდან, რამდენი რამ გადაგვიტანია ერთად, როგორი არანორმალურები ვიყავით, რამდენი კარგი დღე გვქონდა… ვწერ და არ ვიცი რას ვწერ, უბრალოდ მინდა ვწერო და ყველამ გაიგოს შენს შესახებ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ არ იმსახურებდი ამდენ ტკივილს, ტანჯვას…

შენნაირი ადამიანები არ იმსახურებენ ასე ადრე წასვლას. საშინლად დამძიმებული ვარ.

ჩემს გულში ყოველთვის დიდი ადგილი გეკავა, ბავშვობიდან ჩემი გულის ნაწილი იყავი.

ახლა ნამდვილად უკვე ანგელოზი ხარ და ვიცი რომ იქ, სადაც ხარ, ყოველთვის ილოცებ და დაგვიცავ.

ჩემს სიყვარულს შენდამი გარდაცვალება ვერ შეცვლის, ცაზე ერთ ვარსკვლავს ამოვირჩევ და ის ვარსკვლავი შენ იქნები…

მიყვარხარ”, – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კოკო როინიშვილი
"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ“ - კოკო როინიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი არ წყდება - ამჯერად "ოცნების" ინიციატივას კოკო როინიშვილი ემიჯნება. "შავი ნაჭერი აიფარეს თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ" - აღნიშნავს მსა...

პოლიტიკა 1713619992

მდინარაძე
"ქართულ იდენტობას ებრძვის" - მამუკა მდინარაძე გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების მიერ დადებულ ფიცზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი ქართულ იდენტობას ებრძვის. მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ტექსტი, რომელიც გმირთა მემორიალთან შეკრებილმა აქციის...

პოლიტიკა 1713619863

ორბანი
„დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს“ - ორბანი

დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია ფიდესის მომხრეების შეკრებისას განაცხადა. ამასთან, უნგრეთის პრემიერი ამ...

მსოფლიო 1713619771

ნატალია ყიფშიძე
„დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ“ - ნატალია ყიფშიძე

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ - ნატალია ყიფშიძექალების მარშს, რომელიც სტარტს, დღეს 5 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს, მსახიობი ნატალია ყ...

საზოგადოება 1713618530

ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438

ჩანადირი.jpg
"ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში...“ - რას ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

 ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ოპიზის ტაძარზე საუბრობს. "დღეს ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში. 1965 წელს ააფეთქეს, რომ გზა გაეყვანათ.არადა, მანამდე 1000...

სოცმედია 1713616830