ნუცუბიძეზე ორი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო

კალაძე

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო.

 

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„აღნიშნული ხიდები თავისი ვიზუალით, არქიტექტურული შინაარსით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთა შორის, არამედ ტურისტებშიც. ეს ნაგებობები იყო უმძიმეს მდგომარეობაში. საბჭოთა კავშირის დროიდან მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის მოვაწესრიგოთ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ხიდებზე არსებული დაზიანებული უბნები აღდგება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ახალი კიბე და შშმ პირებისთვის პანდუსები, ჩატარდება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, ხიდებზე დამონტაჟდება ლითონის მოაჯირები,  ასევე, გარე განათების ქსელი და ლამპიონები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული საფეხმავლო ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

 

სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზახაროვა
„სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...

მსოფლიო 1780916926

პოლიტიკა
„ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება“ - სააკაშვილი

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...

პოლიტიკა 1780914416

პოლიტიკა
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... პაპუნა ლოცულაშვილი რომ სცემეს, მაგ საქმის მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს“ - ადგილობრივი გორში გარდაცვლილ პოლიციელზე

"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...

შემთხვევა 1780913118

4 ოქტომბერია
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...

სამართალი 1780912924

ზელენსკი ფაშინიანია
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ“ - ზელენსკი

"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...

მსოფლიო 1780912056

ორსული
 “თავზარდაცემულები ვართ“ - ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა და ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს  “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...

შემთხვევა 1780911827