ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონდებათ

კალაძ

ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს  ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კახა კალაძის თქმით, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს 14 პირისთვის შესაბამისი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 10 პირის საკითხი.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ პირებს  ფართები სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ არსებული  საშინაო  ვალის სანაცვლოდ უკანონდებათ, რასაც ისინი 1990-იან წლებში, შესაბამისი თანხის გადახდის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრები პირებიც წარმოადგენენ ერთ-ერთი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს და მათ უფლებამონაცვლეებს, რომელთა წინაშეც სახელმწიფოს საშინაო ვალი აქვს აღიარებული. აღნიშნულ მისამართზე, კოოპერატივს უნდა ჩაბარებოდა 72-ბინიანი სახლი, რომლის ძირითადი ნაწილი აშენდა და მასში ცხოვრობენ ამავე კოოპერატივის წევრები ან მათი უფლებამონაცვლეები. მათ 1990-იან წლებში გადახდილი აქვთ შესაბამისი თანხაც, თუმცა წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მათ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონებას. ვაკის რაიონის გამგეობისა და ქონების მართვის სააგენტოს ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საშინაო ვალის სანაცვლოდ, აღნიშნულ პირებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცემათ ის საცხოვრებელი ფართები, რომელთაც ფაქტობრივად ფლობენ, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ასევე, აღნიშნული კორპუსები დაუსრულებელი იყო და ჩვენ ვაწარმოვეთ ყველა საჭირო სამუშაო მათ დასასრულებლად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


მისივე განმარტებით, პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად და დარჩენილი პირებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხი მომდევნო მთავრობის სხდომებზე განიხილება.

 

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა და მის შესასრულებლად თბილისის მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა  მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სრულად მოგვარდება.

 

„დავიწყეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირთა პრობლემის მოგვარება. ათეული წლებია, კონკრეტული ოჯახები ელოდებოდნენ ამ საკითხის მოგვარებას. 2017 წელს, როდესაც ქალაქის მერად ამირჩია მოსახლეობის უმრავლესობამ,  მქონდა დაპირება, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა. 2 975 ოჯახი ფართებით უკვე დაკმაყოფილდა. დაახლოებით, 600-მდე ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული საკითხი მთლიანად მოგვარებული იქნება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. მადლობა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს. მეც მიხარია ამ ოჯახების სიხარული და ბედნიერება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაკო გომური
"ქოცების სასამართლოში არ მივალ" - მაკო გომურის პირველი კომენტარი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...

პოლიტიკა 1762958294

ქოცები ყვარელი
„ყვარლის მერის მოადგილემ საკრებულოს თავმჯდომარის ძმას სცემა, შემდეგ ძმებმა - მას“ - პროკურატურა

პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...

კრიმინალი 1762955531

იტალიის პოლიცია
ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით იტალიაში, ქალაქ რომში, საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...

კრიმინალი 1762955427

დოროთე ყურაშვილ
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია"- ევროკომისიის პასუხი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს

"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...

პოლიტიკა 1762953937

ბიძნა გახარია
"ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა" - გახარიას გუნდის პირველი კომენტარი

 გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...

პოლიტიკა 1762952375

მირცხულავა
"აბა რა ეგონა(თ)... აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა"... ვაი, თქვენს პატრონს უბედურს“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...

სოცმედია 1762950250