„ოცნების“ დეპუტატი იყო საკრებულოში, სიაში 2021-შიც ჩასვეს და თავი ამოაღებინა... აითვალწუნეს — ნიკა გვარამია დაკავებული ექიმის პოლიტიკურ წარსულზე

გვარამია კოხტაშვილი

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმის დაკავების რეალური მიზეზი მისი პოლიტიკური პოზიცია და ოჯახის აქტიურობაა, ხოლო უშუალოდ კლინიკაში არსებული ბიუროკრატიული სისტემა პაციენტებსა და მედიკოსებს მძიმე პირობებში აყენებს.

პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც დეტალურად აღწერს, თუ რა პირობებში უწევდათ მუშაობა კლინიკაში და რა გახდა ექიმის დაკავების საბაბი:

„რა ხდება ახმეტის კლინიკაში, სადაც მაია კოხტაშვილი მუშაობს და რისთვის დაიჭირეს ის.
პირველ რიგში, კლინიკის შესახებ ჩვენი პარტიის წევრის მონათხრობი:

„რომ მიდიხარ, ჯერ უნდა დარეგისტრირდე ოჯახის ექიმთან, იმის გამო, რომ ერთ რეგისტრატორზე მეტი არ ჰყავთ, შეიძლება რამდენიმე საათი მოგიწიოს რიგში დგომა, შემდეგ ადიხარ მეორე სართულზე ოჯახის ექიმთან, სადაც ასევე რიგში გიწევს დგომა, მას მერე რაც ოჯახის ექიმი მოგცემს მიმართვას კონკრეტულ ექიმთან, ჩამოდიხარ ისევ რეგისტრატურაში, რომ ახლა ამ ექიმთან დარეგისტრირდე და ისევ დგები რიგში, ამის მერე ადიხარ ექიმთან (იქაც რიგია, იმიტომ რომ მარტო ერთი ნევროპათოლოგია), და ამის მერე ექიმი გიწერს მხოლოდ 14 დღის საკმარ წამალს (მეტის გამოწერის უფლება არ აქვს). ეხლა წარმოიდგინეთ ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც გადაადგილება უჭირს, ყოველ ორ კვირაში ამ ჯოჯოხეთის გავლა უწევს და თუ ექიმი ადამიანურობას გამოიჩენს და მეორედ და მესამედ არ აწვალებს ამ მოხუცს და მისცემს რეცეპტს. ამის გამო დააკავეს მაია. ის დამავიწყდა დამეწერა, რომ რეცეპტის გამოწერის მერე, უნდა მივიდეს პაციენტი აფთიაქში (მხოლოდ ერთ აფთიაქს აქვს მისი გაცემის უფლება), სადაც ხელს მოაწერინებენ და მხოლოდ ამის მერე აძლევენ წამალს“.


მეორე, მაია კოხტაშვილს ფორმალურად ადამიანური საქციელისთვის სდევნიან, თუმცა რეალური მიზეზი სხვა რამეშია. 2017-ში მაია კოხტაშვილი ოცნების დეპუტატი იყო საკრებულოში, 2021 ში ისევ ჩაწერეს სიაში ქოცებმა და მან თავი ამოაღებინა სიიდან: „ნეტა თქვენთან ყოფნის ის სირცხვილი ჩამოვირეცხო, არათუ ისევ ვიყო თქვენი დეპუტატიო“. ამის მერე აითვალწუნეს, თან ის არ მალავდა საკუთარ პოზიციას. ისიც კარგად იცის სუსმა, რომ მაიას შვილი ანა იმედაშვილი მუდმივად პროტესტზეა, ხოლო სიძე დაჭერილიც იყო პროტესტის გამო.
მაია კოხტაშვილი კიდევ ერთი რეპრესირებული ქალია. მაია კოხტაშვილი კიდევ ერთი რეპრესირებული ექიმია.
P.S. ქალბატონ მაიას 50 ათასი ლარი საპატიმრო გირაო შეეფარდა. ვიდრე ეს თანხა არ აგროვდება, იგი საპყრობილეში რჩება“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325