„პატრიარქმა უთხრა ივანიშვილს, უნდა გადავგე და 5 საკითხი მომიგვარე საპენსიო საჩუქრადო, მოაგვარებინა და აღარ გადადგა“ - მეუფე პეტრე ცაავა

პეტრე ცაავა

"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი თუ სხვა, სინოდში როცა იყო, პირველ პირს ელოდებოდა, გადაწყვეტილების მიმღებს, ჩამოვწერდით ხოლმე, რომ მოვა ახლა, რა ვთხოვოთ. ვიღაც შეიძლება ციხიდან იყო გამოსაშვები, რაღაც ქონება იყო გადასაცემი… მე მითხრეს, როცა ბიძინა დაიბარეს, 5 თემა იყო ჩამოწერილი და მისცა პატრიარქმა. პასუხს ვაგებ, რაც მითხრა კომპეტენტურმა პიროვნებამ. ბატონო ბიძინაო, მე უკვე ასაკში ვარო, ახალგაზრდებს უნდა დავუთმო ასპარეზიო და მეუფე შიო მოსაყდრედ დავასახელეო, ხო იციო. კი, ვიციო. ხოდა, უკვე უნდა წავიდე, გადავდგეო და არჩევნებით მეუფე შიო გააგრძელებს, ახალგაზრდები გააგრძელებენ ეკლესიის მართვასო. 2018 წელია. ეს 5 საკითხი, თუ შეიძლება, საპენსიო საჩუქრად ჩათვალე, რომ ეს მომიგვაროთო. თვითონ ბიძინას ნათქვამს ვიმეორებ. ამ 5 საკითხის მოგვარებისთვის თვე-ნახევარი დასჭირდა მას, იმდენად არ იყო მარტივი საკითხები. მე არ ვიცი ეს რა იყო, რთული გასაკეთებელი პირველი პირისთვის. ეს ხუთივე საკითხი მოგვარდა და ახლა ელოდებიან, რომ პატრიარქი დარეკავს და ხელისუფლებაში, როგორც დამკრძალავი კომისია შეიქმნა, საორგანიზაციო კომისია შეიქმნა, რომ პატრიარქი გადადგება, რომ მისი გაცილება ორგანიზებულად, ერმა თავისი პატრიარქი გააცილა. 2018 წელს ეს ბევრად უფრო კარგად გამოვიდოდა… როცა ელოდებიან, რომ კომისია უნდა შეიქმნას პატრიარქის გადადგომის ცერემონიალისა და შემდეგ ახალი პატრიარქის არჩევის, იბარებენ ისევ, რომ პატრიარქი არის თქვენზე გაბრაზებული და უნდა მოხვიდეთ. მიდის, ხვდება კამერები, თითქოს ის მივიდა იმისათვის, რომ პატრიარქის გადადგომა დავაორგანიზოთ და გადააგდეს… სად იყო ბიძინა, [პატრიარქი] რომ მაგარი იყო და ხელისუფლებებს რომ ასე ათამაშებდა, რომელი ერთი გინდა, მათ შორის კომუნისტურ პერიოდში თუ მერე. თვითონ აქვს ნათქვამი, ამ სიტყვას არ მოვერიდები, მაგარი “იგროკიაო”, ძალიან ზუსტად შეაფასა. პატრიარქზე აქვს ნათქვამი მაგარი “იგროკია” ეგო." [ ტაბულას შიფრი] | ამბობს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა Youtube-არხ უმრავლესობა-ს პოდკასტში

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178