"პედაგოგებმა დამირეკეს და მთხოვეს იუზერი და პაროლი მოგვეცი, ჩვენ დაგიწერთ და გექნება ატესტატიო" - როგორ გასცემენ ატესტატებს 139-ე სკოლაში

წიქარაძე

ჟურნალისტი ლუკა წიქარიშვილი სკოლის პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

როგორც თავად წერს, მას ქულების დამრგვალება შესთავაზეს მასწავლებლებმა, რათა ატესტატი აეღო. თუმცა, მან უარი განაცხადა და არ აქვს ატესტატი.

მისივე თქმით, ეს 139-ე სკოლაში ჩვეულებრივი მოვლენაა და არაერთ მოსწავლეს აუღია ატესტატი "ჰაერში".

"ყველამ იცით, მე სკოლის ატესტატი არ მაქვს, ხოდა მინდა საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი აღვნიშნო, ის რაც აქამდე საჯაროდ არ მითქვამს.

მე-12 კლასი დაემთხვა პანდემიას, პოზიცია მე უკვე მქონდა - ქართული განათლების სისტემა არაფრად ვარგია. მერე მოხდა ს ა ს წ ა უ ლ ი... პედაგოგებმა დამირეკეს და მთხოვეს იუზერი და პაროლი მოგვეცი, ჩვენ დაგიწერთ და გექნება ატესტატიო :)) გაგიხარდებოდათ ხო თქვენ? ბევრი ბავშვისთვის გაუკეთებიათ თურმე ასე 139-ე საჯარო სკოლაში და არამარტო. ხოდა, თადუმაძის ყალბი დიპლომის არ იყოს, გაუკეთეთ მიხეილ ჩხენკელს ეგ ყალბი ატესტატები და დამრგვალებული ქულები უკან! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ასეთ მნიშვნელოვან ადგილას სიყალბის, ტყუილის და შეცოდების ადგილი არ არის! ვერ გადალახავს მოსწავლე დონეს? ვერ უნდა შეადგას ფეხი უმაღლესში! აკნინებთ უმაღლესი განათლების ინსტიტუტს და მერე მე გეზიზღებით როდესაც ვამბობ უნივერსიტეტებში "უმაღლესი" აღარაფერია და მხოლოდ ფულის ქარხნებად არიან გადაქცეულითქო. რადგან თორმეტივე კლასის ატესტატი არ მაქვს, ნამდვილად არ ვთვლი თავს ვინმეზე ნაკლებად განათლებულს. 2012 წელს, 10 წლის ბაშვშმა დავიწყე ჟურნალისტიკის სწავლა, მე-4 და მე-5 კლასში მეცნიერება მიზიდავდა და მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიის მასალა ვიცოდი ზეპირად :)) რაკეტებს ვაწყობდით მე და ჩემი მეგობრები, სიგნალს გადავცემით ერთმანეთს, ელექტროენერგიაზე მომუშავე ციგებს ვაწყობდით და ყველაზე სწრაფად ჩვენ ვსრიალდებდით. სიას აღარ გავაგრძელებ, ძალიან ძნელია. რისი თქმა მინდოდა - დღეს განათლება კონკრეტული ინფორმაცია და სწავლის მეთოდი გვგონია, არადა ამ დროს როგორ ცდებით

 

განათლება უფრო მეტია ვიდრე საშინაო დავალება, უფრო მეტია ვიდრე ქაღალდის ნაგლეჯი, უფრო მეტია ვიდრე ბიუროკრატია, უფრო მეტია ვიდრე სტერეოტიპები და შიში

 

განათლება გზაა ცივილიზაციისკენ, ყოველდღიური ბედნიერებისკენ, გაგებისკენ, ემპათიისკენ, ჩვენი თავების შეცნობისკენ, სამყაროს შეცნობისკენ, პასუხებისკენ! ხოდა არასდროს მისცეთ უფლება გადაგიწყვიტონ განათლების რომელ გზას აირჩევთ! გამოდით სკოლიდან თუ საჭიროა, გამოდით უნივერსიტეტიდან თუ საჭიროა, გამოდით კოლეჯიდან თუ საჭიროა! 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების დახმარებით უფრო მეტი არსებობს, ვიდრე შენობაში სადაც დაკომპლექსებული "საგნის(პროფესიის) ექსპერტები" მხოლოდ ხელფასის გამო სხედან. არ დაკარგოთ რა ერთი წუთიც, გთხოვთ" ,- წერ წიქარაშვილი ფეისბუკზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი ოქრუაშვილი
„ყველამ ას-ასი თუმანი ავუგროვოთ იმ პირობით, თუ გაა@ვავს, სადმე ტამბოვში ან კრასნაირსკში და თავს დაგვანებებს“ - ოქრუაშვილი ივანიშვილზე

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „არაფორმალური სანქციებით ოფშორებში 3 მილიარდამდე აქვს გაყინული ბიძინას. შემოვდივარ წინადადებით, ყველა ქართველმა ას ასი თუმანი ავუგრო...

სოცმედია 1713543829

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“ივანიშვილი ტანით უნდა გრძნობდეს, რომ რაც არ უნდა ქნას „მაინც ამოვთხრით“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:  “როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები გაგებით მოეკიდებოდნენ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.ვერ...

სოცმედია 1713542193

სპეცრაზმი მოწამვლა
„საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენება“ - ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ  „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართალდამცველებს...

პოლიტიკა 1713541383

მიშელი
„რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...

პოლიტიკა 1713539818

ქაცარავა
„დვანში, ბოლო 3 კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა“ - დავით ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...

პოლიტიკა 1713539382

გვარამია ივანიშვილი
“თავშესაფარი რუსების სისხლიანი ფულისთვის – ბიძინა ამაშიც გააკეთებს ფულს” – ნიკა გვარამია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს: ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი...

პოლიტიკა 1713539165